ეროვნულ-დემოკრატიული პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
 
==ისტორია==
პარტია აღდგა [[1981]] წელს [[გიორგი ჭანტურია]]ს მიერ. ეროვული მოძრაობის დაწყების წლებში, 1988 წელს სწორედ ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ ინიციატორები ნოემბრის მასშტაბური აქციისა, რომლის მთავრი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. გიორგი ჭანტურია ეროვნული მოძრაობის წლებში ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას კონფლიქტურ რეგიონებში, რადგან ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ეს მყარ ნიადაგას უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. ეროვნულ-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1989 წელს ცხინვალის რეგიონში გამსახურდიას მიერ ორგანიზებული მიტინგის ჩატარებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იყო საშიშროება ქართველ და ოს ხსალხს შორის ურთიერთდაპირისპირების, რასაც მართლაც მოჰყვა ქვეყნის ინტერესებისათვის არასასურველი შედეგები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია [[1990]] წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი. "მრგვალი მაგიდის" მიერ "ეროვნული ფორუმის" დატოვებისა და მათი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა ოპოზიციას და მან უარი თქვა საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობაზე 1990 წლის შემოდგომაზე.
 
[[1990-]]-[[1991]] წლებში იყო [[ზვიად გამსახურდია]]ს, ხოლო შემდეგ [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] ოპოზიცია. [[1993]]-[[1995]] წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყო უმცირესობაში, 1993 წლებში პარტია ფლობდა რამდენიმე მინისტრის პოსტს, რომელიც საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა და გადავიდა შევარდნაძის რადიკალურ ოპოზიციაში. ედპ და მისი ლიდერი გიორგი ჭანტურია წარმოადგენდა პროდასავლურ და უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოკვეთილად ებრძოდა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. გიორგი ჭანტურია ღიად აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფელბასხელისუფლებას იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მოდიოდა. [[1994]] წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი [[ირინა სარიშვილი]]. პარტიამ წარმატებას მიაღწია [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1995)|1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში]], გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.
 
ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა". ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999)|1999 წლის არჩევნებში]] ის მონაწილეობდა [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია|რესპუბლიკელებთან]] და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში.
 
[[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2003)|2003 წლის არჩევნებში]] ედპ გაწევრიანდა ალიანსში "ახალი საქართველოსთვის" მმართველ [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|მოქალაქეთა კავშირთან]] ერთად. ალიანსმა, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთა მღელვარება გამოიწვია, რაც [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციით]] დასრულდა. ამის შემდეგ, 2003 წლის დეკემბერში, ირინა სარიშვილს პარტიის პრეზიდიუმმა ოფიციალურად დაატოვებინა პარტიის ლდიერისლიდერის პოსტი და თავმჯდომარე გახდა [[ბაჩუკი ქარდავა]].
 
2004 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შემოუერთდაშეუერთდა პარტიის ლიდერთა სოლიდური ნაწილი, რომელიცრომელთაც მათპარტია დათოვესდატოვეს 1996 წელს პარტიის განხეთქილების შემდეგ. ედპ მონაწილეობდა [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2004)|2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში]] ტრადიციონალისტთა პარტიასთან ერთად, მაგრამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. [[2008]] წლის ნოემბერში პარტიამ მოიგო შუალედური არჩევნები [[დიდუბე|დიდუბის]] საარჩევნო ოლქში და მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანა [[გურამ ჩახვაძე]].
 
==პოლიტიკური პლატფორმა==