უმნიშვნელო ნუგეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sh:Quantum of Solace
ხაზი 28:
== ქართული პრემიერა ==
 
[[2008]] წლის [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომი]]ს შემდეგ კინოთეატრების [[რუსთაველი (კინოთეატრი)|რუსთაველი]] და [[ამირანი (კინოთეატრი)|ამირანი]] ადმინისტრაციამ უარი თქვა [[რუსეთი]]დან კინოფილმების იმპორტზე და დაიწყო მათი პირდაპირ [[ლონდონი]]დან ჩამოტანა. ''უმნიშვნელო ნუგეში'' იქცა ერთ-ერთ პირველ ფილმად, რომელიც პროფესიონალურად იქნა გახმოვანებული ამ კინოთეატრებში საჩვენებლად (ბონდის როლს ახმოვანებს მსახიობი [[ზურაბ ყიფშიძე]]). სიახლე ისიც იყო, რომ შეიქმნა ბონდის ოფიციალური ვებ-გვერდის მცირე ასლი [http://007.ge 007.ge] (ამჟამად სხვა თემატიკის ვებ-გვერდს წარმოადგენს), რომელზეც ქართულ ენაზე განთავსდა ინფორმაცია ცნობილი ჯაშუშის შესახებ.
 
ქართულ ვარიანტში ფილმის სახელწოდება ითარგმნა, როგორც ''მოწყალების კვანტუმი'', რაც უნდა მივაწეროთ რუსული სახელწოდების ''Квант милосердия'' გავლენას. ეს თავისთავად არასწორია, რადგანაც რუსული ვერსიაც არის ორიგინალური ჩანაფიქრისგან აცდენა. ფილმში არ არის მინიშნება რამე სახის მოწყალებაზე, ხოლო სიტყვა ''solace'', რომელიც ითარგმნება, როგორც ''ნუგეში'' უფრო დასაშვებია ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, ფილმში მოთხრობილია წინა ფილმის, [[კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი)|კაზინო როიალი]] მოვლენებთან მიმართებაში სწორედ უმნიშვნელო ნუგეშზე, რომელსაც ბონდი მიიღებს თავისი ახალი შეყვარებულის გადარჩენით. ხოლო Quantum of solace არის სიტყვების თამაშიც, რადგანაც შეიცავს ორგანიზაცია ''კვანტუმის'' სახელს.
 
== მუსიკა ==