ივანე აფხაზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
საერთაშ. ბმულები
No edit summary
ხაზი 21:
'''ივანე ნიკოლოზის ძე აფხაზი''' (დ. [[1785]] ― გ. [[1831]]), თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1827).
==ბიოგრაფია==
1800 წელს ჩაირიცხა ეგერთა მე-17 პოლკში, იბრძოდა ომარ-ხანის წინააღმდეგ ([[ნიახურის ბრძოლა]] [[1800]]). მონაწილეობდა ყარაბაღის (1805), ყარაბაბის (1808), ასლანდუზისა (1812) და ლენქორანის (1813) ბრძოლებში. 1820 წლიდან იყო ეგერთა 44-ე პოლკის უფროსი, 1822 წლიდან - იმერეთის, 1827 წლიდან აზერბაიჯანის პროვინციების (ყარაბაღი, ნუხა, შირვანი) მმართველი. თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა ადმინისტრატორმა. რუსეთ-ირანისა 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომების დროს ჩაშალა აგენტების ცდა რუსეთის წინააღმდეგ აეჯანყებინათ ამიერკავკასიის მაჰმადიანური პროვინციების მოსახლეობა. 1830 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ექსპედიციის უფროსად და დიდი როლი შეასრულა ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაში. ერთხანს იყო [[ვლადიკავკაზი]]ს კომენდანტი, შემდეგ გაიწვიეს პოლონეთში (გარდაიცვალა გზაში).
==ლიტერატურა==
* ''ბენდიანიშვილი ა.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 34, თბ., 1977
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_აფხაზი“-დან