საბრალონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
სიუჟეტი ტრიალებს [[ჟან-ვალჟანი]]ს ირგვლივ. ღარიბმა ჟან–ვალჟანმა მშიერი ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ მას ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან–ვალჟანმა კატორღაში ცხრამეტი წელი გაატარა.
 
გათავისუფლების შემდეგ ყოფილ კატორღელს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. მას არავინ ენდობოდა. გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი [[ბენვენიუ]], რომელმაც იგი კარგად მიიღო, ავახშმა და მოასვენა. შუაღამით გაღვიძებულმა ჟან–ვალჟანმა მაგიდაზე მიმოფანტული ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა და ჩუმად დატოვა ბინა. მეორე დღეს ჟანდარმებმა ჟან–ვალჟანი ნაქურდალით ხელში ბენვენიუს ბინაზე დააბრუნეს, მაგრამ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერცხლეული ჟან–ვალჯანსჟან–ვალჟანს თვითონ აჩუქა. ამ შემთხვევამ ჟან–ვალჟანში დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა – მასში კვლავ გაიღვიძა კეთილმა საწყისმა. მადლენის გვარით იგი ერთ–ერთ პატარა ქალაქში დასახლდა და საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. ძია მადლენი ყველას შეუყვარდა. იგი ქალაქის მერი გახდა. ვალჟანი ზრუნავს კოზეტზე, რომლის დედის, ფანტინის სიცოცხლეზე იგი თავს პასუხისმგებლად თვლის.
 
ჟან–ვალჟანის მხატვრული სახის გვერდით წარმოდგენილია პოლიციის ინსპექტორის [[ჟავერი]]ს სახე. ცივი, უგულო, თავისი მოვალეობის პედანტური სიზუსტით შემსრულებელი ჟავერისთვის სიკეტე თვით ის კანონებია, რომელთა განხორციელებისთვის იგი იღვწის. მისთვის წარმოუდგენელია, რომ შესაძლებელია ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს. ჟავერი მოწოდებით ჯაშუშია. იგი ყველას უთვალთვალებს. სწორედ მან დაადგინა, ვინ იყო წარსულში მერი მადლენი. ჟავერს თავისი თავი სამართლიანობისა და კანონიერების დამცველად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში დიდ უსამართლობას სჩადის. როდესაც იგი ჟან–ვალჟანთან ამ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, მასში ადამიანური გრძნობები იღვიძებს და თავს იკლავს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საბრალონი“-დან