ბეჭდის საძმო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
გზად ჰობიტები პირველად იხილავენ შავ მხედარს და შეხვდებიან ელფებს. ამის შემდეგ ისინი მიდიან სტუმრად მეგოტთან, ჰობიტთან, რომელსაც ჰყავს ავი ძაღლები. ფროდოს კარგად ახსოვს, რომ ბავშვობაში იგი შეიპარა მეგოტის ბოსტანში. თუმცა, მეგოტი აპატიებს ფროდოს და კარგად უმასპინძლდება. ამის შემდეგ მეგოტი გააცილებს მათ საკუთარი ურმით, გზაში კი ისინი ხვდებიან მერიადოკ ბრენდიბაკს, ფროდოს კიდევ ერთ მეგობარს. ერთად ისინი მცირე დროს გაატარებენ ბაკლენდში, მაგრამ შემდეგ მიემგზავრებიან სოფელ ბრიში. გზად მათ საკუთარი ტოტებით დაიჭერს მოხუცი ტირიფი, მაგრამ ჰობიტების დასახმარებლად ჩნდება [[ტომ ბომბადილი]], ტოლკინის ლექსების პერსონაჟი. ბომბადილთან ჰობიტები ისვენებენ ორ დღეს, შემდეგ კი აგრძელებენ გზას. ისინი კვლავ ხიფათში არიან - ამჟერად ისინი აღმოჩნდებიან ბეროუდაუნსში, სასაფლაოს მსგავს ადგილზე, სადაც ყველა უმალ კვდება. ფროდოს დაძახებაზე ბომბადილი აქაც ჩნდება და ანთავისუფლებს ნახევრადმკვდარ ჰობიტებს. ამის შემდეგ ისინი მიემგზავრებიან ბრიში.
 
ბრიში ისინი შეჩერდებიან სასტუმრო ''მოცეკვავე პონიში'', რომლის მეპატრონეც, ბარლიმენ ბატერბერი თბილად მიიღებს ჰობიტებს. მაგრამ ფროდო მალავს ნამდვილ გვარს, რათა არავინ გაიგოს იგი - მას ეშინია, რომ მტერი შეიტყობს, თუ სად არის ბეჭედი (შავმა მხედრებმა იციან, რომ ბეჭედი აქვს ვინმე ბეგინსს), ამიტომაც თავს ანდერჰილის გვარის წარმომადგენლად ასაღებს. სასტუმროს მთავარი დარბაზის (სადაც დიდი ღრეობაა) კუთხეში იგი შეამჩნევს უცნაურ მამაკაცს, რომელიც საკუთარ სახეს მალავს. მამაკაცი იხმობს ფროდოს და თავს წარადგენს, როგორც ''მოხეტიალესმაწანწალას''. იგი აფრთხილებს ფროდოს, რომ მას უცნაური შავოსნები ეძებენ. ამასობაში მთვრალი პიპინი კინაღამ მოჰყვება ყველაფერს ჰობიტების მიზნებზე (მოგზაურობაზე რივენდელში და ბეჭდის ისტორიაზე) და ფროდო ცდილობს, ხალხის ყურადღება გაფანტოს. იგი ადის მაგიდაზე, მღერის მხიარულ სიმღერას, მაგრამ გადმოვარდება, ხოლო ბეჭედი მოულოდნელად აღმოჩნდება მის თითზე და ფროდო ქრება. ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს, ხოლო ''მოცეკვავე პონიში'' მყოფი ორი უცნაური მომსწრე ტოვებს იქაურობას.
 
სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მოხეტიალემაწანწალა უხსნის ფროდოს, რომ საშიშროება მართლაც დიდია და აუცილებელია ბრიდან წასვლა. ამასობაში ბარლიმან ბატერი ფროდოს გადასცემს გენდალფის წერილს, რომელიც ამ უკანასკნელმა მას რამდენიმე თვის წინ დაუტოვა. წერილში წერია, რომ მოხეტიალემაწანწალა გენდალფის მეგობარია.
 
ამ დროს ოთახში შემორბის მერიადოკი, რომელიც შეატყობინებს ყველას, რომ სოფელში გამოჩნდნენ შავი მხედრები. არაგორნი ვარაუდობს, რომ ისინი ჰობიტებს ძიებას დაიწყებენ იმ ოთახში, რომელსაც მრგვალი ფანჯრები აქვს (შაირში ყველა ჰობიტის სახლს აქვს მრგვალი ფანჯრები და კარებები).
ხაზი 51:
ღამით შავი მხედრები შედიან სასტუმროს იმ ნომერში, სადაც, მათი ვარაუდით უნდა იყვნენ ჰობიტები. ისინი ხმლებით ანადგურებენ საძინებელს, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ჰობიტების მაგივრად საწოლებში ბალიშები ეწყო. ჰობიტები გადარჩენილები არიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შავმა მხედრებმა მათი [[პონი|პონები]] წაიყვანეს.
 
მეორე დილით მოხეტიალემაწანწალა ჰობიტებს წაიყვანს ბრიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან ქარების გორაზე ([[ამონ სული]]). არაგორნი დროებით ტოვებს ჰობიტებს და სადღაც ახლოს დადის, ამასობაში კი ოთხეულს მიუახლოვდება შავოსნების ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი, ანგმარელი მეფე-ჯადოქარი მხარში დაჭრის ფროდოს. არაგორნის ებრძვის შავოსნებს, შემდეგ კი, ჰობიტებთან ერთად, მიემართება რივენდელში. გზად მათ ხვდება ელფი გლორფინდელი. ამასობაში ფროდოს ჭრილობა უფრო მეტად მწვავდება და გლორფინდელი მას უშვებს მარტო, პონიზე ამხედრებულს. ფროდოს დაედევნებიან შავოსნები, მაგრამ მდინარე, რომელსაც ფროდო გადაკვეთავს, აბობოქრდება და, თეთრ ცხენებად ქცეული, დაემხობა შავოსნებს. დაღლილი და სიკვდილის პირას მდგარი ფროდო გონებას კარგავს.
 
=== წიგნი II: ბეჭდის საძმო ===
ხაზი 76:
* [[პერეგრინ ტუკი]] (პიპინი): ჰობიტი, რომელიც მოგზაურობს ფროდოსთან, მერისთან და სემთან ერთად.
* რუხი [[გენდალფი]]: იდუმალი ჯადოქარი, რომელიც მონაწილეობს ფროდოს მოგზაურობაში. იგი ეხმარება ფროდოს, სანამ არ ვარდება მორიას ქვესკნელში
* [[არაგორნი]] (მოხეტიალემაწანწალა): ჩრდილოეთიდან მოსული მეკვლე, რომელიც აღმოჩნდება მეფის ტახტის მემკვიდრე
* [[ლეგოლასი]]: გამოცდილი მშვილდოსანი ელფი, რომელიც მონაწილეობს მოგზაურობაში რივენდელიდან.
* [[გიმლი]]: ჯუჯა, გლოინის ვაჟი. იგი ასევე მონაწილეობს მოგზაურობაში და იბრძვის ნაჯახით.
* [[ბორომირი]]: დენეტორის[[დენეთორი]]ს ვაჟი, რომელსაც შეაცდენს ბეჭედი.
* [[გოლუმი]]: ბოროტი არსება, რომელიც აქა-იქ ჩნდება წიგნში. იგი თვალს ადევნებს ფროდოს და მის რაზმს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეჭდის_საძმო“-დან