საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
[[Image:Occupation.jpg|thumb|საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის პლაკატი (2006)]]
 
'''საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი''' წარმოადგენს [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნული მუზეუმის]] შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ მუზეუმს, რომელიც დაარსდა [[2006]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]], [[თბილისი|თბილისში]]. მუზეუმი დაფუძნდა საქართველოს პრეზიდენტის [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილის]] და პარლამენტის წევრის [[ნიკოლოზ რურუა|ნიკოლოზ რურუას]] ინიციატივით. მუზეუმში დაცულია [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|დამოუკიდებელი საქართველოს]] [[ბოლშევიკები|ბოლშევიკური]] [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|ოკუპაცია-ანექსიისა]] ([[1921]] წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ([[1921]]-[[1990]]) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა. ამასთან, მნიშვნელოვანია 1920-იან-1940-იანი წლების "წითელი ტერორის" დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიები, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის შესახებ დოკუმენტური მასალა და ა.შ. აღსანიშნავია იმ ვაგონებიდან ერთ-ერთი, რომლებშიც [[1924]] წელს შორაპანში დახვრიტეს აღნიშნული წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების მონაწილენი. მუზეუმის დარბაზში წარმოდგენილია, აგრეთვე, ინსტალაციები და ციხის 6 კარი.
 
მუზეუმის დიზაინის ავტორები არიან [[ხათუნა ოჩიაური]], [[გიორგი ჯაოშვილი]], [[ირაკლი ზაუტაშვილი]] და [[დავით ცხადაძე]].