განხილვა:აია-სოფიას ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 25:
1. კანონიკურია '''წმინდა სოფია''', მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მიღებული კანონების ძველ ქართულ თარგმანში (დიდი სჯული კანონი) ნახსენებია '''სოფიაწმინდა''' -რომელიც სიტყვასიტყვით ასე არის გადმოცემული — ''კანონები წმინდა კრებისა, რომელიც შეიკრიბა '''ღმრთის სიტყვის''', '''სოფიაწმინდის''' სახელგანთქმულ და სახელოვან ტაძარში და დაამტკიცა მეშვიდე წმინდა და მსოფლიო კრება, . . .'', და ა. შ. — ანუ სოფია ამ შემთხვევაში გულისხმობს, არა პიროვნებას არამედ ღვთის სიბრძნეს, ანუ სიტყვას ღვთისას, ''ლოგოსს'', რომელიც არის უფალი ჩვენი [[იესო ქრისტე]]. და, არავითარ შემთხვევაში, არ უკავშირდება [[სოფიო]]ს სახელის მატარებელ პიროვნებას. ამ სახელის მქონე წმინდანებს მოიხსენიებენ, '''აუცილებლად''', როგორც, წმიდა მოწამე, ან ღირსი და ა.შ. 2. სტატიის დაწერისას მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, კანონიკისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის დაცვა, რამდენადაც ქართულ ენაში ამ ტაძრის დასახელება შემოვიდა მისი თურქული, ან, თუნდაც, ახალბერძნული სახელწოდებების გაჩენამდე გაცილებით ადრე. რაც შეეხება ტირეს, ჩემის აზრით, ის ზედმეტია, და შესაცვლელია.--[[User:kukuri1964|Kote]] 18:00, 11 იანვარი 2011 (UTC)
:„წმინდა სოფია“ („სოფიაწმინდა“) სახელი შეიძლება იქთვას, ეკლესიაშიც კი არ არის ფართო ხმარებაში და გვარცელებულობის და დამკვიდრებულობის მიხედვით „აია-სოფიას“ ვერ უსწრებს, თუმცა მე პირადად მივესალმები „სოფიაწმინდას“ :). მე მგონი არსებითი სხაობაა ძეგლის სახელისთვის „წმინდა სოფიოსა“ და „სოფიაწმინდას“ შორის. „სოფიაწმინდა“ გაცილებით ძველი ფორმაა და უკვე დამკვიდრებული ტაძრების (და შემდგომ დასახლებების) აღნიშვნაში (მაგ.: ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, ყველაწმინდა და ა. შ.), ამიტომ მისი აღნიშვნა სატიაში, კრების ჩანაწერებზე დაყრდნობით, თუ სხვა წყაროც არის, ძალიან კარგი იქნება. — [[User:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">Rastrelli</span>]] [[User Talk:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">F</span>]] 07:33, 13 იანვარი 2011 (UTC)
 
წმინდა სოფიას ტაძრის '''დასახელებამ''', იმ გარემოებიდან გმომდინარე, რომ ტაძარი, უკვე კარგა ხანია, აღარ ასრულებს მის თვადაპირველ ფუნქციას, შეიძინა თურქული ელემენტი და, ამჟამად, '''აია-სოფია''' უფრო გავრცელებულია, რასაც, რა თქმა უნდა, წინ ვერ აღვუდგებით. მე, წინა პოსტში, სხვა რამეზე ვცდილობდი ხაზგასმას, რაც არ გამომივდა. ვაზუსტებ: ''კანონები წმინდა კრებისა, რომელიც შეიკრიბა '''ღმრთის სიტყვის''', '''სოფიაწმინდის''' სახელგანთქმულ და სახელოვან ტაძარში და დაამტკიცა მეშვიდე წმინდა და მსოფლიო კრება, . . .'', ამ ციტატაში '''ღმრთის სიტყვას''' და''' სოფიაწმინდას''' ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ სოფიაწმინდა გამოდის ღმრთის სიტყვის სინონიმად, ანუ, იმ გარემოებას აღვნიშნავდი, რომ '''სოფია''', ამ შემთხვევაში, არამც და არამც არ უნდა იყოს აღრეული '''სოფიო'''-ში (ადამიანი სახელი). წმინდა სოფია, ტაძართან მიმართებაში, აღნიშნავს ღმრთის სიტყვას, ანუ იესო ქრისტეს. ამის ხაზგასმა მინდოდა.--[[User:kukuri1964|Kote]] 09:51, 13 იანვარი 2011 (UTC).
გვერდ „აია-სოფიას ტაძარი“-ზე დაბრუნება.