ბუღა თურქის შემოსევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
აღნიშნული ლაშქრობის შესახებ საუბარია [[ატენის სიონი]]ს წარწერაში: {{ციტატა|თთუესა აგუსტოსსა ე~სა, დღესა შაბათსა ქრონიკონსა ო~გსა, ისმაიტელთა წელსა ს~ლთასა ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა [აგუ]სტოსსა კ~ვსა, დღესვა შაბათსვე, ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძჵ მისი თარჴუჯი.<ref>კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ. 1997 წ. გვ. 39</ref>}}
 
ამიშ შემდეგ ბუღას ლაშქარი კახეთის დაბლობიდან მთიანეთში შეიჭრა. მთიელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ამასობაში დიდი თოვლი მოვიდა. არაბებს ცხენები [[იელი (მცენარე)|იელის]] ჭამით დაეხოცათ და დიდი ზარალი ნახეს. ბუღა საქართველოს გაეცალა და ბარდავში დაბანაკდა. მაგრამ [[854]] წელს ისევ შემოესია საქართველოს და [[გარდაბანი]] ააოხრა. ბუღას ლაშქრობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. არაბი ისტორიკოსის [[ალ-ტაბარი]]ს ცნობით მარტო თბილისში 853 წელს დაიღუპა 50 ათასი კაცი, ქალაქი თითქმის მთლიანად გადაიწვა. მაგრამ ბუღას ლაშქრობათა მიზანი მაინც მიუღწეველი დარჩა — არაბთა ბატონობის განმტკიცება ვერ მოხერხდა.<ref>საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ. 2008 წ. გვ. 181-182</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==