სირდარია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სირდარია''' - მდინარე ცენტრალურ აზიაში. წარმოიქმნება ორი მდინ...
(განსხვავება არ არის)

18:56, 26 დეკემბერი 2010-ის ვერსია

სირდარია - მდინარე ცენტრალურ აზიაში. წარმოიქმნება ორი მდინარის - ნარინის და ყარა-დარიას შერწყმის შედეგად. თავის მხრივ, ნარინი სათავეს იღებს ყირგიზეთში, ტიან-შანის მთებში და ყარა-დარია აღმოსავლეთ უზბეკეთში. შემდეგ გაედინება ყაზახეთის ტერიტორიაზე და ერთვის არალის ზღვის ნარჩენებს.

სირდარიას მნიშვნელობა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მართლაც დიდია - ის რწყავს ბამბის ნათესებს. მდინარიდან საირიგაციო არხების გაყვანა ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან დაიწყო და მასიური ხასიათი მიიღო საბჭოთა პერიოდში, რამაც საბოლოოდ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია - არალის ზღვის თითქმის გაქრობა. ვინაიდან ბამბის ნათესებზე მილიონობით ადამიანის არსებობაა დამოკიდებული, საეჭვოა ეს სიტუაცია გამოსწორდეს.

მდინარის სიგრძეა 2,212 კმ, აუზის ფართობი 219,000 კმ². [[zh:锡尔河]