კუ-კლუქს-კლანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
'''კუ-კლუქს-კლანი''', კკკ ([[ინგლისური ენა|ინგლ]].Ku Klux Klan, KKK) — რამდენიმე რასისტული და ტერორისტული ორგანიზაციის სახელწოდება აშშ-ში, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთით. ამ ორგანიზაციას უკავშირებენ [[ლინჩის სასამართლო]]ს გაჩენას.
=== ისტორია ===
ხშირად მიიჩნევენ, რომ სახელწოდება ''კუ-კლუქს-კლანი '' მიღებულია იარაღის გადატენვის შედეგად გამოცემული ხმისგან. სხვა ვერსიით, ის წარმოსდგება ძველბერძნული κύκλος — წრე, ბორბალი, და ინგლისური სიტყვისგან clan — სანათესაო თემი, კლანი ([[შოტლანდიელები|შოტლანდიელებსა]] და [[ირლანდიელები|ირლანდიელებში]]).
 
=== წინაისტორია ===
ამერიკის სამხრეთში კკკ-ის გამოჩენამდე, არაერთი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებდა, რომლებიც შავკანიან მოსახლეობაზე, ფედერაციის ჯარების ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე აწყობდნენ თავდასხმებს. სამხრეთში პლანტატორების მიერ შექმნილი ტერორის სისტემა ორგანიზებულობის უმაღლეს დონეზე იდგა. სამოქალაქო ომიდან მოყოლებული ასეთი ორგანიზაციების რამდენიმე დასახელება შემორჩა: "სოციალური კავშირი", "ცისფერი ლოჟები", "სამხრეთის ვაჟები", "ცეცხლოვანი ჯვრები", "თეთრი ლიგები". ყველაზე პოპულარული იყო საზოგადოება "ოქროს წრის რაინდები", რომელიც 115 ათას ადამიანს ითვლიდა. ორგანიზაციების უმეტესობა 1860-იანი წლების ბოლოს გაუქმდა, მეტწილად მკაცრი კანონებისა და სასტიკი პოლიტიკის შედეგად, რომელთაც სამოქალაქო ომის შემდეგ აშშ ხელისუფლება იღებდა სამხრეთისთვის.