ჩადის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
 
==ისტორია==
ტბამ სახელი მიიღო ჩადის სახელმწიფოსგან. ადგილობრივ ენაზე, სიტყვა ''ჩადი'' ნიშნავს ''"წყლის დიდ სივრცეს"'', იგივე ''"ტბას"''.
 
დამტკიცებულია, რომ ჩადის ტბა უდიდესი, შიდა ზღვა-ტბის ნარჩენია, რომელიც მის ადგილას 13.000 წლის წინ მდებარეობდა. დაახლოებით ძვ.წ 4000 წლისთვის, მისი ფართობი 400,000 კმ²-ს შეადგენდა.
 
როდესაც ის 1823 წელს ევროპელებმა მოინახულეს, ჯერ კიდევ მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტბად. წყლის საგრძნობი შემცირება დაიწყო 1960-იანი წლებიდან და მისი ფართობი 26,000 კმ² დარჩა, მაგრამ მაინც რჩებოდა მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ტბად. მაგრამ ირგვლივ არსებული მოსახლეობის მიერ ტბის წყლის ძალზე უდიერად მოხმარებამ, ბოლო 40 წლის მანძილზე საშინელი შედეგები გამოიღო.
 
1983 წლისთვის ტბის ფართობი მერყეობდა 10,000 კმ²-25,000 კმ²-ს შორის, წყლის მოცულობა შეადგენდა 72 კმ კუბს.
 
2000 წლისთვის, ტბის ფართობმა მხოლოდ 1,500 კმ² შეადგინა. ამჟამად მისი სიღრმე 1.5 მეტრია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, XXI საუკუნეში ჩადის ტბა საერთოდ დაშრება.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩადის_ტბა“-დან