სურამის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
 
==აგების თარიღი==
[[ვახუშტი ბაგრატიონი]] ციხის შესახებ წერს: ''„...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე.“''<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, [[აღწერა სამეფოსა საქართველოსა]], ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973, გვ. 377</ref> თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის [[პლატონ იოსელიანი]]ს მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია მეფე [[ფარნაჯომი]]ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი) მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე.<ref>П. Иоселиани. Города, сушествовавшие и сушествуюшие в Грузии, Тифлис, 1850ю1850. сюс. 62-63</ref> სურამის ციხის აგების ასეთ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლ. იოსელიანი იძლევა.
 
სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული უცხოურ საისტორიო წყაროებში, კერძოდ სპარსულსა და თურქულში. XVII საუკუნის ცნობილი თურქი მოგზაური [[ევლია ჩელები]] სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე [[ხოსრო I|ხოსრო I ანუშირვანს]] ([[531]]–[[579]]) უკავშირებს<ref name="ევლია ჩელები">ევლია ჩელები, მოგზაურობის წიგნი, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკ. 1, თბ. 1971 წ. გვ. 296</ref> სპარსი ისტორიკოსი [[ისქანდერ მუნში]] სურამის ციხის აშენებას [[აბას I (ირანი)|შაჰ აბასს]] მიაწერს (XVII საუკუნის 10-იანი წლები),<ref>ისქანდერ მუნში, ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ, გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ. 1969 წ. გვ. 90</ref> მაგრამ აქ ალბათ შაჰ-აბასის მიერ ციხის შეკეთება უნდა იგულისხმებოდეს. ამის შესახებ წერს შაჰის კარის მოხელე, ისტორიკოსი [[მელიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანი]] თავის თხზულებაში „იაჰია ალ-მელუქი“ (მეფეთა აღდგომა). იგი წერს: {{ციტატა|იმ ხანებში წესრიგში მოყვანილ იქნა გორის, სურამის და სხვა ციხეები.<ref>ზ. მჭედლიშილი, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, XVII საუკუნის I ნახევარი, საკანდიდატო დისერტაცია, თბ. 1995 წ.</ref>}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურამის_ციხე“-დან