უჯარმის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უჯარმა (ციხე) გადატანილია უჯარმის ციხე-ზე
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
[[ფაილი:Ujarma (2).jpg|მინი|მარჯვნივ|250პქ|უჯარმის ციხე]]
'''უჯარმა''' - ისტორიული ციხე-ქალაქი [[საქართველო]]ში. მდებარეობს [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[უჯარმა|უჯარმის]] ჩრდილოეთით 4 კმ.-ის დაშორებით, [[გომბორის უღელტეხილი]]ს მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, [[თბილისი]]-[[თელავი]]ს პირას, ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია [[გარე კახეთი|გარე კახეთში]], მდინარე [[იორი|ივრის]] მარჯვენა ნაპირზე.
 
== ისტორია ==
 
{{ციტატა|ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა|ლეონტი მროველი}}
 
უჯარმის აშენების პერიოდად [[III საუკუნე|III]]-[[IV საუკუნე]]თა მიჯნა, მეფე ასფაგურის[[ასფაგური]]ს მეფობის პერიოდი, მიიჩნევა. თუმცა უჯარმის ძლიერ ქალაქად ქცევა [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] სახელს უკავშირდება. მას შემდეგ რაც ვახტანგმა V-მ საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. [[IV საუკუნე|IV]]-[[VIII საუკუნე]]ებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში.
 
[[914]] წელს უჯარმა [[არაბობა საქართველოში|არაბებმა]] აიღეს და დაარბიეს. ამის შემედეგ უჯარმის მნიშვნელობა ეცემა და არსებობას განაგრძობს, როგორ მცირე დასახლებული პუნქტი. [[XII საუკუნე]]ში უჯარმა აღადგინა მეფე [[გიორგი III]]-მ ([[1156]] - [[1184]] წწ.) და თავის განძთსაცავად აქცია.
 
== არქიტექტურა ==
 
ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე [[იორი|ივრის]] მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.
 
ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე [[იორი|ივრის]] მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.
 
ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსანის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]] დაუშენებია V საუკუნეში. დაშენებული ეკლესია მაღალი ცალნავიანია, სარკმლები დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.
Line 21 ⟶ 20:
მდინარე [[იორი|ივრის]] პირას შემორჩენილია კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. მისი კედლები ქვიშაქვით და აგურითაა ნაგები, ლავგარდანი რომბული წყობისაა. სამხრეთის მხრიდან მიშენებულია ახალი ეკლესია, რომლის ქვეშ მოწყობილია საძვალე. შეიმჩნევა ძველი კედლის კვალი. სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო მეფე ასფაგურის მიერ აშენებული ციხის ნაშთები.
 
== მემკვიდრეობა ==
 
გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია [[მინა|მინისა]] და [[ბრინჯაო]]ს სამაჯურები; ბრინჯაოს ბეჭდები და ღილები, საზედაშე [[ქვევრი|ქვევრები]], [[თონე]], საფლავები (XII-XIII სს).
 
== საინტერესო ფაქტები ==
 
* უჯარმაში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი [[ვახტანგ გორგასალი]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://saunje.ge/index.php?id=692&option=com_content&lang=ka უჯარმა // ჩვენი საუნჯე]
* [http://dzeglebi.com/view.php?id=59 უჯარმა // საქართველოს ისტორიული ძეგლები]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უჯარმის_ციხე“-დან