ოპიზის სიგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Gaeser-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Dawid Deutschland-ის მიერ რედაქტირებული ვე�
No edit summary
ხაზი 1:
'''ოპიზის სიგელი''', ასევე '''ოპიზართა სიგელი''' — ძველი ქართული [[სამართალი|სამართლის]] მნიშვნელოვანი ძეგლი და წყარო, თარიღდება [[1027]]-[[1072]] წლებით. სიგელი თავისი შინაარსით სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ორი მონასტრის — [[ოპიზა|ოპიზისა]] და [[მიჯნაძორი]]ს დავას ეხება მამულების შესახებ. რადგანაც საქმე [[მონასტერი|მონასტრებს]] შორის სადავო საკითხს ეხება, სასამართლო პროცესი დიდად მნისვნელოვანიამნიშვნელოვანია და სახმესაქმე უშუალოდ [[მეფე|მეფის]] თავმჯდომარეობით ირჩევა. ძეგლი ქართული სამართლის ისტორიის მრავალ საკითხს არკვევს. როგორც სიგელის შინაარსიდან ჩანს, სასამართლო ორ [[მონასტერი|მონასტერს]] შორის მაზავებლის ფუნქციას ასრულებს. ძეგლში წარმოჩენილია სასამართლო პროცესში მხარეების უფლება–მოვალეობანი, მტკიცების საშუალებები და სხვა. მოცემულია ასევე მეფის დომენის სამართლებრივი რეჟიმის დახასიათება. მნიშვნელოვანია, რომ სიგელში დამოწმებულია [[სამართალი|სამართლის]] სპეციალისტების მონაწილეობა სასამართლო პროცესში და სხვა<ref>ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 2000, გვ. 20</ref>.
 
ოპიზის სიგელი აღმოაჩინა დ. ფურცელაძემ, რომელმაც გამოსცა მისი თარგმანი [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]]<ref>Д. Пүрцеладзе, Церковные гүджары, с. 120–121</ref>. დ. ფურცელაზის თარგმანი ზოგიერთი უმნიშვნელო ცვლილებით მოყვანილი აქვს მ. ჯანაშვილს თავის ნაშრომში<ref>М. Джанашвили, Царица Тамара. с. 80–81</ref>. ძეგლი უფრო ზუსტად თარგმნა დ. ბაქრაძემ<ref>Д. Бакрадзе, Статьи по истории и древности Грузии. Приложение к IV тому запис импер. Академии наук. № 1. СПБ. 1887 г, с. 20-30</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოპიზის_სიგელი“-დან