ვოსტოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
მიხაილ ტიხონრავოვმა რომელიც საკონსტრუქტურო ბიურო ოკბ-1 მუშაობდა, 1957 წელს მუშაობა დაიწყო პილოტირებული კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად. ამავე წლის აპრილისთვის მომზადებულ იქნა გამოკვლევების გეგმა. 1957 წლის სექტემბრიდან 1958 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა გამოკვლევები ორბიტიდან დედამიწაზე დასაშვები ტრაექტორიის შესახებ.
 
ყველაფერმა ამან უკვე 1958 წლის აპრილისათვის საშუალება მისცა სამუშაო ჯგუფს განესაზღვრათ მომავალი ხომალდის ძირითადი მონახაზები: პროექტული მასა 5-5,5 ტონა, გადატვირთვა ატმოსფეროში შესვლისას 8-9 G, ხომალდის დასაშვები მოდულის ფორმა-სფეროსებური რომელიც ატმოსფეროში შესვლისას 2000-3500 გრადუსამდე გავარვარდებოდა, სიცხისგან დამცავი ფენის მასა 1,3-1,5 ტონა, დაშვების სიზუსტე 100-150 კმ, ორბიტის სიმაღლე-250 კილომეტრი. ხომალდის დაბრუნებისას 8-10 კილომეტრ სიმაღლეზე გათვალისწინებული იყო კოსმონავტის კატაპულტირება. 1958 წლის აგვისტოში საანგარიშო მოხსენება მზად იყო რომელიც ითვალისწინებდა საკონსტრუქტორო სამუშაოების დაწყებას და უკვე შემოდგომაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო. 1959 წლის მაისისთვის მზად იყო მოხსენება რომელიც შეიცავდა ორბიტიდან დაშვების ბალისტიკურ გამოთვლებს.
 
 
 
1960 წლის აპრილისთვის ხომალდ-თანამგზავრ (ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა მაშინ) "ვოსტოკ-1" ესკიზური პროექტი შემუშავდა. ეს უნდა ყოფილიყო ექსპერიმენტალური აპარატი რომლის საფუძველზეც შეიქმნებოდა ჯაშუში-თანამგზავრი "ვოსტოკ-2" და პილოტირებული კოსმოსური ხომალდი "ვოსტოკ-3".
 
== ტექნიკური მონაცემები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოსტოკი“-დან