სილოვან ხუნდაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
[[1907]] წელს სილოვან ხუნდაძე არჩეულ იქნა [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] დამფუძნებელ წევრად. [[1913]] წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. [[1916]] წელს იგი იყო '''დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი'''-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, [[1910]] წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა "მერანი", რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.
 
[[1907]] წელს სილოვან ხუნდაძე უდიდესი მწუხარებით გამოეთხოვა [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძეს]], რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი ურთიერთობა. "საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში! საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით! თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო! გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე! გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა. მხოლოდ შინაური მტრები შეიქნენ შენი შემარცხვენელნი! ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: "მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია"-ო!"- აღნიშნა თავის გამოსათხოვარ სიტყვაში სახელოვანმა პედაგოგმა და მამულიშვილმა. ილიას ხსოვნას მიეძღვნა იმავე წელს ქუთაისში გამოცემული მისი ნაშრომები "ილია ჭავჭავაძის სახსოვრად" და "მკვლელები და მცველები".
 
[[1914]] წელს კავკასიის სასწავლო ოლქმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი, ქართველი ერის მოძულე, ვინმე კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და "ატესტატების სიმცირის" ყალბი საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. გიმნაზიის პედაგოგები, პირველყოვლისა - იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა რუსი მოხელის თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან ხუნდაძე დახვდა. კორიცკის გამარჯობის ნიშნად გაწვდილი ხელი ჰაერში შერჩა... "ხეპრე თავი მეტის-მეტად მაღლა აგიწევიათ! ახალგაზრდობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია და საფიქრალი. მათ მსხვერპლად ვერასგზით ვერ შემოგწირავთ. ასეთ ატესტატებს არაფრად ვსაჭიროებთ და საერთოდ, საიდანაც მობრძანებულხართ, იქ შეგიძლიათ მიბრუნდეთ"-ო, მიუგო სილოვანმა კორიცკის. ეს უთანხმოება გახდა გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. იგი გიმნაზიას დაუბრუნდა მხოლოდ [[1916]] წლის დამლევს.
ხაზი 25:
[[1919]] წელს გარდაიცვალა იოსებ ოცხელი. გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა სილ. ხუნდაძე. ამ მოვალეობას ასრულებდა იგი [[1923]] წლამდე.
 
[[1882]] წლიდან იგი ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსები და სტატიები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში "ივერია", "დროება", "ცნობის ფურცელი", "განათლება", "სამშობლო" და სხვა. [[1914]] და [[1926]] წლებში ქუთაისში გამოიცა მისი რჩეული თხზულებები ორ ტომად. [[1901]]-[[1902]] წლებში ქუთაისში ორ წიგნად გამოიცა სილ. ხუნდაძის "ჩემი აზრი და ფიქრები".
 
სილოვან ხუნდაძე სამართლიანად ითვლება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ერთ-ერთ დამდგენად. მისი სახელმძღვანელოებიდან აღსანიშნავია: "ქართული გრამატიკა" (ორ ნაწილად, 1904, მეორე გამოცემა - 1921), "სალიტერატურო ქართული" (1901), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1914), "რაფიელ ერისთავი" (1918), "გრიგოლ ორბელიანი" (1917), "ვახტანგ ორბელიანი" (1918), "აკაკი წერეთელი" (1918), "ილია ჭავჭავაძე" (1919), "შოთა რუსთაველი" (1921), "ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები" (1927). მეტად საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები: "ქართული ზმნები" (ქუთაისი, 1891) და "სალიტერატურო ქართული" (ქუთაისი, 1901).
 
იგი გარდაიცვალა 68 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისში.