მირიან III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ko:이베리아의 미리안 3세
No edit summary
ხაზი 27:
}}
 
'''მირიან III,''' [[იბერია|ქართლის]] [[მეფე]] [[IV საუკუნეშისაუკუნე]]ში, [[ბიზანტია|ბიზანტიის]] [[იმპერატორი]]ს [[კონსტანტინე]]სა ([[306]]-[[337]]) და სომეხთა მეფის [[თრდატ III|თრდატის]] ([[287]]-[[330]]) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში [[ირანელები|ირანელებთან]] ერთად იბრძოდა [[რომაელები]]ს წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს [[სომხეთი]]ს მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს, [[337]] წლის ახლო ხანაში, ქართლში [[ქრისტიანობა]] სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.
 
„[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე [[რევ II|ლევის]] ძეა. „[[ქართლის ცხოვრება]]“ კი მას მიიჩნევს პირველი [[სასანიანები|სასანიანი]] [[შაჰი|შაჰის]] შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე [[ასფაგური]]ს ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან_III“-დან