სარბიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სარბიელი''' – ქართული სპორტული გაზეთი, გამოდიოდა 19902009 წლებ...
 
ხაზი 3:
== სარბიელი 1990-–იან წლებში ==
 
1993 წლიდან მოყოლებული „სარბიელი“ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ატარებდა გამოკითხვას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. საფეხბურთო პრიზის (ბრინჯაოში გამოძერწილი ფეხბურთელი) ლაურეატთა ჩამონათვალი ასეთია : [[გიორგი ქინქლაძე]] ([[1992]]–1993), [[აკაკი დევაძე]] (1993–[[1994]]), [[შოთა არველაძე]] (1994–[[1995]]) , გიორგი ქინქლაძე (1995–[[1996]]), [[თემურ ქეცბაია]] (1996–[[1997]]), [[შოთა არველაძე]] (1997–[[1998]]), [[ზაზა ჯანაშია]] (1998–[[1999]]), [[ლევან კობიაშვილი]] (1999–[[2000]]).
 
„სარბიელის“ გამოკითხვით სამჯერ გამოვლინდა საქართველოს საუკეთესო კალათბურთელიც. 1993–1994 სეზონის შედეგად ეს პატივი [[ნიკოლოზ დერიუგინი|ნიკოლოზ დერიუგინს]] ხვდა წილად, 1994–1995 წლებში [[ვახტანგ ნაცვლიშვილი|ვახტანგ ნაცვლიშვილს]], 1995–1996 წლებში კი [[გელა დარსაძე]]ს.
ხაზი 11:
გაზეთი 1993–1994 წლებში გამართული საქართველოს ხელბურთელთა მეოთხე ჩემპიონატის გენერალური სპონსორი იყო, ბოლო წლებში კი უზრუნველყოფდა ევროტურნირებისა თუ სანაკრებო მატჩების საინფორმაციო მხარდაჭერას.
 
1996 წლის [[ატლანტის ოლიმპიადა|ატლანტის]] და [[2000]] წლის [[სიდნეის ოლიმპიადა|სიდნეის ოლიმპიური თამაშებისას]] თუ მათთვის მზადებისას „სარბიელი“ [[საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი]]ს ერთ–ერთი ოფიციალური პარტნიორი იყო. გაზეთი ასევე საერთაშორისო სპორტული ფედერაციების თუ გამოცემების ექსკლუზიური პარტნიორი გახლდათ. [[ფრანს ფუტბოლი]] „სარბიელს“ 1994 წლიდან ეკითხებოდა აზრს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე.<ref>სარბიელი, 2000, N251 (1273), 28 დეკემბერი, გვ. 7</ref>
 
1996 წლიდან „სარბიელი“ თანამშრომლობდა [[ევროპის ძიუდოს კავშირი|ევროპის ძიუდოს კავშირთან]] წლის საუკეთესო ძიუდოისტი ქალის და ვაჟის გამოსავლენ რეფერენდუმში. გაზეთი ასევე მონაწილეობდა [[მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია|მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის]] (იააფ) მიერ მოწყობილ გამოკითხვაში, რომელიც წლის საუკეთესო მძლეოსან ქალ–ვაჟს ავლენდა.
ხაზი 17:
[[ფიბა|კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ]] „სარბიელი“ საქართველოს მოსახლეობასთან შუამავლად აირჩია. ფიბა აწყობდა ევროპის ვარსკვლავთა მატჩს, ევროსტარზს, რომლის მონაწილეებსაც საყოველთაო–სახალხო გამოკიხვის შედეგების მიხედვით ასახელებდა.
 
„სარბიელი“ იყო [[საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია|საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის]] პარტნიორი, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენების, გუნდების, მწვრთნელების და სპორტული მოღვაწეების გამოსავლენი რეფერენდუმი ჩაატარა<ref>სარბიელი, 2000, N251 (1273), 28 დეკემბერი, გვ.6</ref>.
 
[[1999]] წლის [[2 მარტი]]დან გაზეთის ფასი 1 [[ლარი|ლარამდე]] გაიზარდა და მკითხველისთვის ერთგვარი კომპენსაციის მიზნით თექვსმეთგვერდიანი გახდა, თუმცა ფასი რამდენიმე თვეში კვლავ [[50 თეთრი]] გახდა, გვერდების რაოდენობა კი არ შემცირებულა.
 
საინტერესოა, რომ 2000 წლის ბოლოსათვის სარბიელს რეპორტაჟები განხორციელებული ჰქონდა 4 კონტინენტის 45 ქვეყნის 110 ქალაქიდან <ref>''სარბიელი'', 2000, N251 (1273), 28 დეკემბერი, გვ.8</ref>.
 
== სარბიელი 2000-იან წლებში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სარბიელი“-დან