იოსები (ბაგრატიონი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იოსები''' (― † 13 მაისი. [[24 მაისი]]. [[1776]]), დასავლეთ [[საქართველო]]ს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1769]]-[[1776]] წლებში, იმავდროულად გელათის მიტროპოლოტი [[1745]]-[[1776]] წლებში, იმერთა მეფის [[ალექსანდრე V]]-ის ძე, [[სოლომონ I]]-ის უფროსი ძმა. კათოლიკოს-პატრიარქად დანიშნა სოლომონ I-მა. იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მომხრე. [[1760]] წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე. დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. [[1771]]-[[1773]] წლებში იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა კაცია II დადიანთან ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. იოსები იცავდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთიანობას, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახალდადგენილ ოდიშის კათოლიკოს-პატრიარქს. იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნიადაგზე უკმაყოფილებაუთანხმოება ჰქონდა იმხანად იმერეთში მყოფ იტალიელ მისიონერებთან.