სკანდის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''სკანდეს ციხე''' – ციხესიმაგრე [[საქართველო]]ში, მდებარეობს [[თერჯოლის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[სკანდე]]ს ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ, საკმაოდ ძნელად მისასვლელ მთაზე. ციხის სიმაღლე 120 მეტრია. მას სამხრეთის მხრიდან ჩამოუდის ბერისწყაროს ღელე, ხოლო ჩრდილოეთიდან – პატარა ნკადული, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "გურამღელეს"' ეძახის.
 
ისტორიული წყაროები და საფორტიფიკაციო ნაგებობატანაგებობათა ანალიზი იმის საფუძველს იძლევა, რომ სკანდეს ციხის აგება ახ. წ. [[IV საუკუნე|IV საუკუნით]] დათარიღდეს.
 
სკანდეს ციხის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა ეკუთვნის [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] ბიზანტიელ ისტორიკოსს [[პროკოპი კესარიელი|პროკოპი კესარიელს]]: {{ციტატა|ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი (შორაპანი): ისინი მდებარეობენ მკაცრსა და ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი. <ref>გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, პროკოპი კესარიელი, ტ. II, გამომცემლობა "მეცნიერება", თბ. 1965 წ. გვ. 185-186</ref>}}
ხაზი 14:
შემდგომ კი ე. წ. "უვადო ზავით", რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანესა და ირანის შაჰ [[ხოსრო I|ხოსრო I-ს]] შორის დაიდო [[532]] წელს, სკანდეს ციხე კვლავ ბიზანტიის ხელშია. [[ეგრისის სამეფო]] ხელისუფლებამ მომავალი გართულებების ტავიდან ასაცილებლად, იმისთვის, რომ სპარსელებს მათ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ, რამდენიმე ციხე, მათ შორის სკანდესიც, დანგრიეს და მიწასტან გაასწორეს. მაგრამ საქმეს ამან ვერ უშველა. [[542]] წელს ეგრისში [[ეგრისის დიდი ომი 542-562|ბრძოლები განახლდა]] ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. [[551]] წელს ირანელებმა სკანდე აიღეს და დანგრეული ციხესიმაგრე არადგინეს. ამის სემდეგ თიტქმის 25 წელი ციხე მათ ხელში იყო.
 
VII-VIII საუკუნეებში სტრატეგიული თვალსაზრისიტთვალსაზრისით კვლავ დიდი როლი ენიჭებოდა სკანდს ციხეს, რადგან იგი აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალ სახმელეთო გზაზე მდებარეობდა.
 
საქართველოს გაერთიანების შემდეგ სკანდეს ციხემ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ როგორც ციხესიმაგრე იგი კვლავ განაგრძობდა არსებობას. მის შესახებ ამ პერიოდის ცნობები მეტად მწირია.
ხაზი 20:
[[თემურლენგი]]ს [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|ლაშქრობების]] დროს მის ურდოებს სკანდეს ციხესიმაგრე მიწასთან გაუსწორებიათ. საქართველოს მეფე [[ალექსანდრე I (დიდი)|ალექსანდრე დიდს]] (1412-1442) ციხე კვლავ აღუდგენია.
 
XV საუკუნიდან კვლავ იზრდება სკანდეს ციხის მნიშვნელობა, მას ყურადღებას აქცევს ქართ-იმერეთის მეფე [[ბაგრატ VI (ქართლის მეფე)|ბაგრატ VI]] (1466-1478). იქ შენდება მეფის სასახლე და სკანდე ბაგრატის საზაფხულო რეზიდენციად იქცევა. კიდევ უფრო გაიზარდა ციხის მნიშვნელობა საქართველოს დაქუცმაცებისა და [[იმერეთის სამეფო]]ს ჩამოყალიბების შემდეგ. ვინც იმერეთის ხელში ჩაგდებას მოიწადინებდა, მას, პირველ რიგში, სკანდეს ციხე უნდა აეღო, შემდეგ კი სხვა ციხესიმაგრების არება აღარ უჭირდა.
 
 
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკანდის_ციხე“-დან