საქართველოს ეროვნული გვარდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
„მხედრიონისა“ და კიტოვანის გვარდიის მიერ დასავლეთ საქართველოს ეგზეკუციების პერიოდში - როდესაც მათ ფართომასშაბოვანი ძარცვა მოაწყეს და მრავალი სისატიკე ჩაიდინეს - ძირითადად სამეგრელოში სტიქიურად ჩამოყალიბდა რამდენიმე მცირე პარტიზანული რაზმი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას იცავდნენ ძარცვისაგან.
 
პირველი ბრძოლა პარტიზანულმა რაზმებმა გაუმართეს „მხედრიონს“ წალენჯიხის ძარცვის დროს 1992 წლის ზაფხულში, რომელსაც ახლდა მოსახლეობაზე დიდი ძალადობა და მკვლელობა-გაუთატიურებები. ელვისებურად ჩატარებულ წალენჯიხის ოპერაციისას „მხედრიონის“ რაზმი, რომელსაც პირადად ჯაბა იოსელიანი მეთაურობდა პრაქიკულად განადგურებული იქნა, ხოლო იოსელიანი ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ ოპერაციის შემდეგ პარტიზანულმა რაზმებმა ხელთ ჩაიგდეს რამდენიმე ათეული საბრძოლო იარაღი და საკმაო საჭურველი - რამაც მათ საშუალება მისცათ კიდევ რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შედეგად მთლიანად გაენთავისუფლებინათ სამეგრელოს რეგიონი სამხედრო საბჭოს შეიარაღებული ბანდებისაგან.
 
19931992 წლის გაზაფხულისათვისივნისში პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთ-სამეგრელოში) არსებული პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და ხელახლა შექმნეს ეროვნული გვარდია. მის მეთაურად და პრეზიდენტ გამსახურდიას სამხედრო წარმომადგენლადრწმუნებულად დასავლეთ საქართველოში დაინიშნა პოლკოვნიკი ვახტანგ ქობალია. ამ პერიოდისათვის გვარდიის რიცხვოვნობა სამეგრელო-აფხაზეთში 300200-450250 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა.
 
აფხაზეთში ომის დაწყებიდანვე და განსაკუთრებით სოხუმის დაცვაში მონაწილეობდა გამსახურდიას ერთგული გვარდიის მებრძოლების თითქმის ნახევარი და განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოხუმის ბატალიონმა სოსო ჯომიდავას მეთაურობით.