ბოსნიელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
== ენა ==
ბოსნიელთა უმეტესობა ლაპარაკობს ბოსნიურად, ხორვატულად, ან სერბულად, რომლებიც [[სერბულ-ხორვატული ენა|სერბულ-ხორვატული ენის]] სხვადასხვა, ერთმანეთისაგან მინიმალურად განსხვავებული ვარიანტები არის. რეგიონში გავრცელებული [[მეტყველება|მეტყველება]] არის სერბულ-ხორვატული ენის შტოკავურ-იჲეკავური ნაირსახეობა, თუმცა გასულ წლებში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენებისა და ასევე პოლიტ-კორექტული მოსაზრების გამო "ბოსნიური მეტყველების" გამოყენებას ერიდებიან და მას ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბოსნიურს, [[ხორვატია]]ში ხორვატ(ი)ულს, ხოლო [[სერბია]]ში სერბულ ენებს უწოდებენ. ვიკიპედიაშიც შეხვდებით შესაბამის დასახელებათა სტატიებს ხორვატული ენის, სერბული ენის, ბოსნიური ენის შესახებ, მაგრამ ამ გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლო მცხოვრები სამი ეთნოსის, მუსულმან ბოსნიელთა, მართლმადიდებელ სერბთა და კათოლიკე ხორვატთა [[ენა|ენას]], [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერული]] თვალსზრისით, სერბულ-ხორვატული ენა წარმოადგენს. შესაბამისად ამის შესახებ ვრცელი სტატია ამ სათაურითაა საძიებელი.
 
=== ანბანი ===
 
ისტორიულად ბოსნიაში გავრცელებული იყო ე.წ. [[არებიცა|"არებიცა", რომელიც დიაკრიტიკული ნიშნებით გავრცობილი არაბული ანბანის ერთ-ერთი ვარიანტია. '''არებიცა''' ახლოს დგას ოსმალურ ანბანთან. დღეს ბოსნიაში, ისევე როგორც სერბიაში, გამოიყენებენ ე.წ. [[ჩირილიცა|'''ჩირილიცასაც''' და [[ლატინიცა|'''ლატინიცასაც''', ანუ ქვეყანაში ფაქტიური ორანბანიანობაა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოსნიელები“-დან