ალან ტიურინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ალან მეთისონ ტიურინგი''' (23 ივნისი 1912 წ. – 7 ივნისი 1954 წ.) - ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწე (23 ივნისი 1912 წ. – 7 ივნისი 1954 წ.). კომპიუტერული მეცნიერების შექმნა და ჩამოყალიბება, ალგორითმების ძირითადი კონცეფციების ფორმალიზაცია, გამოთვლები [[ტიურინგის მანქანა|ტიურინგის მანქანით]] და თანამედროვე [[კომპიუტერი]]ს შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი - ეს გახლავთ ალან ტიურინგის ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი.
 
[[II მსოფლიო ომი]]ს პერიოდში ტიურინგი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კრიპტოანალიკურ ცენტრში (Government Code and Cypher School at Bletchley Park). ამ დროისათვის იგი ხელმძღვანელობდა განყოფილება Hut 8-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გერმანული წყალქვეშა ნავების შიფროგრამების ანალიზზე. შეიმუშავა ამ შიფროგრამების კრიპტოანალიზის რიგი აპარატული საშუალებები, მათ შორის ე.წ. Bombe, ელექტრომექანიკური მანქანა, რომელსაც შეეძლო გერმანული შიფრაციის აპარატის [[ენიგმა (მანქანა)|ენიგმას]] შიფრაციის პარამეტრების გამოთვლა. ომის შემდგომ წლებში მუშაობდა ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც შექმნა თანამედროვე კომპიუტერის პირველი პროტოტიპის (ACE) არქიტექტურული დიზაინი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალან_ტიურინგი“-დან