არგვეთი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რაღა დროს საქალაქო საკრებულოა
ბმული
ხაზი 2:
'''არგვეთი''', ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას [[ლიხის ქედი]]დან [[რიონი|რიონამდე]] და [[რაჭა|რაჭის]] მთებიდან [[ფერსათი]]ს მთებამდე, ე. ი. ახლანდელი [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი|ხარაგაულის]], [[საჩხერის მუნიციპალიტეტი|საჩხერის]], [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი|ზესტაფონის]], [[თერჯოლის მუნიციპალიტეტი|თერჯოლის]], [[ბაღდათის მუნიციპალიტეტი|ბაღდათის]], [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]] და [[ტყიბულის მუნიციპალიტეტი|ტყიბულის მუნიციპალიტეტების]] ტერიტორიას.
 
არგვეთი [[არგვეთის საერისთავო|საერისთავო]] ქვეყანა იყო. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ ჯერ კიდევ ქართლის მეფეს [[ფარნავაზ I|ფარნავაზს]] დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია [[შორაპნის ციხე|შორაპნისა]] და [[დიმის ციხე]]ები. [[გორგასალი|ვახტანგ გორგასალის]] დროს არგვეთი თაკვერსაც მოიცავდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არგვეთის მთავრები იყვნენ [[დავით და კონსტანტინე|დავითი და კონსტანტინე]]. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია [[ჩიხა]]ში ყოფილა. XI საუკუნის I ნახევარში არგვეთის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი. არგვეთში იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი ფეოდალური გვარის, [[ბაღვაშები|ბაღვაშების]] (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის, სიკვდილის შემდეგ ([[1103]]) [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] მათი მამული [[გელათის მონასტერი|გელათი]]ს მონასტერს შესწირა. XII-XIII საუკუნეებში არგვეთის ერისთავებად [[ამანელისძენი]] ჩანან. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: [[წერეთლები|საწერეთლო]], [[აბაშიძეები|სააბაშიძეო]], [[ჩხეიძეები|საჩხეიძეო]] და [[მხეიძეები|სამხეიძეო]].
 
არგვეთში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა [[სპილენძი]], [[რკინა]], [[ვერცხლი]]. არგვეთში უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: [[შორაპანი]], [[აკანდა]], [[სვერი]], [[ჩიხა]], [[მუხური]] და სახვა. საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია [[უბისა|უბისისა]] და [[ჯრუჭის მონასტერი|ჯრუჭის]] მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X-XI საუკუნეების მიჯნაზე), [[ტაბაკინი]] და [[კაცხის ტაძარი]], აგებული [[1010]]-[[1014]] ბაღვაშების საგვარეულო სამარხად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგვეთი_(მხარე)“-დან