თემურლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
 
თემურლენგის პირველი შემოსევა საქართველოში მოხდა 1386 წელს. იგი დაკავშირებულია [[თოხთამიში]]ს ლაშქრობასთან [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]]. [[1385]] წელს თოხთამიში 90 000-იანი ლაშქრით შემოიჭრა [[ამიერკავკასია]]ში [[დარუბანდი]]სა და [[დარიალი]]ს გადმოსასვლელებით, [[შარვანი|შარვანზე]] გავლით გადავიდა სამხრეთ აზერბაიჯანში და ალყა შემოარტყა ქალაქ [[თავრიზი|თავრიზს]], რომელიც დიდი ბრძოლითა და ვერაგობით აიღო, გაძარცვა და გაანადგურა. თემურის ისტორიკოსთა ცნობით, თოხთამიშის ლაშქარში "ურწმუნოებიც" ერივნენ – ე. ი. ქრისტიანები და, შესაძლოა, ქართველებიც. [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით, თოხთამიშს ქართველებთან შეთანხმების გარეშე გაუჭირდებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გადმოსვლა დარუბანდისა და დარიალის გზით. მათ შორის აუცილებლად კავშირი უნდა არსებულიყო. ამით უნდა აიხსნას თემურლენგის მიერ თავრიზის აღების შემდეგ [[თბილისი|თბილისზე]] გამოლაშქრება და არა თოხთამიშის წინააღმდეგ წასვლა. 1386 წელს თემურლენგი სამხრეთ აზერბაიჯანში შეიჭრა, თავრიზი აიღო, გაძარცვა და დაარბია, თოხთამიშის მომხრეები დახოცა ან განდევნა. იმავე წლის ზაფხულის მიწურულს საქართველოსკენ გამოემართა. გზად სომხური თემები დაარბია, დიდი ბრძოლებით აიღო და დაანგრია [[გარნისი]]ს და [[სურმალუ]]ს ციხეები, შემდეგ [[ყარსი (ქალაქი)|ყარსის ციხეც]] აიღო და [[სამცხე]]ში შემოიჭრა. იქიდან [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთსა]] და [[ალგეთის ხეობა|ალგეთზე]] გამოვლით თბილისს მიადგა დიდი ჯარით და ალყა შემოარტყა.
 
[[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ მეფე]] ელოდებოდა თემურლენგის შემოსევას და სათანადო მომზადებაც ჩაუტარებია. ქართველებს გაშლილ ველზე ბრძოლა თემურლენგის უზარმაზარ ლაშქართან მიზანშეუწონლად მიუჩნევიათ და ციხესიმაგრეების გამაგრება და იქ დახვედრა გადაუწყვეტიათ. ბაგრატ მეფე კარგად გამაგრებულ თბილისის ციხეში იმყოფებოდა. თბილისის წინააღმდეგ ბრძოლას თემურლენგი ხელმძღვანელობდა, თბილისის დამცველებს კი ბაგრატ მეფე. მისი ხელმძღვანელობით მეციხოვნეები დღეში 2-3-ჯერ გამოიჭრებოდნენ გალავნის გარეთ, თავს ესხმოდნენ მოალყეებს და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. თემურლენგმა თბილისის გალავნის დასანგრევად კედლის სანგრევი მანქანები და ცეცხლსასროლი იარაღი, [[ფარსადან გორგიჯანიძე|ფარსადან გორგიჯანიძის]] სიტყვით, ზარბაზნები გამოიყენა რომელსაც ქალაქში და ციხეში ჩაისროდნენ და დიდი ეფექტიც მოახდინა. ბრძოლა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბოლოს მოალყეებმა რკინის ჩელტები (დიდი ფარები) მოიმარჯვეს და თვით თემურის მეთაურობით მიიტანეს იერიში, გალავანი გადალახეს და ქალაქში შეიჭრნენ. ბაგრატი ერთხანს კიდეც იგერიებდა მტერს შიდა ციხეში, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა. თემურმა ბაგრატი, დედოფალი ანა, ბატონიშვილი დავითი და მათი მხლებლები ტყვედ აიყვანა. ბიზანტიელი ისტორიკოსის [[მიქელ პანარეტოსი]]ს ცნობით, ეს მოხდა [[1386]] წლის [[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]].
 
==იხილეთ ასევე==