თავთუხისფერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Gentlemen Prefer Blondes Movie Trailer Screenshot (16).jpg|thumb|მერილინ მონრო]]'''თავთუხისფერი''' — ძალიან ღია, თეთრში გარდამავალი [[ქერა]] თმის ფერი. საერთაშორისო ტერმინია ბლონდი. ასეთი ფერის თმის მქონე ადამიანთა განსახლების ძირითადი ადგილი ჩრდილო-დასავლეთ [[ევროპა]]ა. მაგალითად, [[სკანდინავია|სკანდინავიის]], [[ფინეთი]]სა და [[ისლანდია|ისლანდიის]] მოსახლეობის დიდი ნაწილი თავთუხისფერთმიანია.
 
ტერმინი თავთუხისფერი ერთობ გავრცელებული იყო ძველ ქართულში. აღსანიშნავია, რომ იმჟამინდელ ქართულ მოსახლეობაში ასეთი შეფერილობის თმით მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი გამოირჩეოდა, რასაც მოწმობს როგორც უცხოელ ისტორიკოს-მოგზაურთა აღწერები, ასევე ახლახან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოელთა უძველეს სამარხებში ნაპოვნ ადამიანთა ნეშთებზე ჩატარებული [[დნმ]] ანალიზები, რამაც დაამტკიცა, რომ 30 სამარხიდან, თითოში ასამდე სხვადასხვა ასაკის მიცვალებულთა თმის ფერი ან ძალიან ღია ქერა ან ღია [[ჟღალი]] ფერის იყო.{{ფაქტი}}
ხაზი 6:
 
ქართველი კლასიკოსი [[კონსტანტინე გამსახურდია]] თავის ისტორიულ რომანებში, ძველი ქართველების აღწერისას, ხშირად გამოიყენებდა სიტყვას თავთუხისფერი. მაგალითად, რომანში "[[დიდოსტატის მარჯვენა]]" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალი, კვეტარის ერისთავის ასული [[შორენა კოლონკელიძე]] და მისი საქმრო [[ჭიაბერ ერისთავი]] თავთუხისფერთმიანებია.
 
[[ფაილი:Gentlemen Prefer Blondes Movie Trailer Screenshot (16).jpg|thumb|მერილინ მონრო]]
[[კატეგორია:ფერები]]
[[კატეგორია:თმა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავთუხისფერი“-დან