თომა მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: nn:Apostelen Tomas; cosmetic changes
ხაზი 2:
'''წმიდა მოციქული თომა'''-[[ქრისტეს თორმეტი მოციქული|ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი]], [[მარჩბივი|მარჩბივად]] წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ [[პანეადა]]ში. ხსენება - 6 (19) ოქტომბერი.
 
== ცხოვრება ==
სახელი "თომა" არამეულია . ბერძნულად გამოითქმის როგორც "დიდიმ". ორივე სახელი ნიშნავს "ტყუპისცალი ანუ მარჩბივი" (იოან.21:2). გადმოცემით თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო. თომა მოციქული გამოირჩეოდა სკეპტიციზმით (იოან.14:4-5)ასევე (იოან.20:25-29).
=== ქადაგება ===
[[სულთმოფენობა|სულიწმის გარდამოსვლის]] შემდეგ, თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. მას რომ თომა მოციქული ქადაგებდა სპარსეთში - პართა, წერენ ორიგენე, ევსები, რუფინუსი, სოკრატე. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგორი ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს.
წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა რომ დარწმუნებულიყო თავად. მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. სასწაულია მაგრამ ღვთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა როცა †[[48]] წელს მიიძინა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობელმა მარიამმა]]. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ [[გეთსამანია|გეთსიმანიის ბაღში]] სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად. იგივე ზეცად აყვანა მოხდა წმინდა [[იოანე ღვთისმეტყველი]]საც. ერთადერთი მოციქული რომელიც ქრისტე ღმერთს ძალზედ უყვარდა და რომელმაც მხოლოდ ერთმა არ მიატოვა უფალი განსაცდელში სხვა მოციქულების მსგავსად.
 
=== მოწამეობრივი აღსასრული ===
[[ფაილი:Nuremberg chronicles f 106v 2.png|thumb|left|წმ. მოციქული თომა (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)]]
 
== წმინდა ნაწილები ==
თომა მოციქულის თავის ქალა ინახება საქართველოში - თბილისის სიონში.
 
== ინტერნეტ რესურსები ==
* [http://cs.nyu.edu/kandathi/thomas.html თომა მოციქული]
* [http://www.pravmir.ru/udivitelnye-fakty-prebyvaniya-apostola-fomy-v-indii/ წმ. თომას ქადაგება ინდოეთში]
ხაზი 57:
[[ml:തോമാശ്ലീഹാ]]
[[nl:Tomas (apostel)]]
[[nn:Apostelen Tomas]]
[[no:Apostelen Tomas]]
[[pl:Tomasz Apostoł]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თომა_მოციქული“-დან