მეტამორფიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უფფფ... :)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Metamorphic reaction EN.svg|მინი|მარჯვნივ|350px|მეტამორგულიმეტამორფული რეაქციის სქემატური წარმოდგენა. მინერალების აბრევიატურები : აქტ - აქტინოლიტი; ქლ - ქლორი; ეპ - ეპიდოტი; გრ - გრანატი; ჰმ - ჰორნბლენდე (თხოსანი მატყუარა); პლაგ - პლაგიოკლაზი. ორი მინერალი არ მონაწილეობს რეაქციაში, თუმცა კვარცსა და კ-ფელდსპარსაც იგივე თვისებები გააჩნიათ. ეს რეაქცია ხდება ბუნებაში, როდესაც კლდე ამფიბოლური სახიდან გარდაიქმნება ფიქლამდე. ]]
{{ითარგმნება}}
 
 
[[ფაილი:Metamorphic reaction EN.svg|მინი|მარჯვნივ|350px|მეტამორგული რეაქციის სქემატური წარმოდგენა. მინერალების აბრევიატურები : აქტ - აქტინოლიტი; ქლ - ქლორი; ეპ - ეპიდოტი; გრ - გრანატი; ჰმ - ჰორნბლენდე (თხოსანი მატყუარა); პლაგ - პლაგიოკლაზი. ორი მინერალი არ მონაწილეობს რეაქციაში, თუმცა კვარცსა და კ-ფელდსპარსაც იგივე თვისებები გააჩნიათ. ეს რეაქცია ხდება ბუნებაში, როდესაც კლდე ამფიბოლური სახიდან ფიქლამდე. ]]
 
'''მეტამორფიზმი''' - ''({{Lang-el|Metamorphoomai}} - გარდავიქმნები, ვიცვლები)'' დედამიწის ქერქსა და [[მანტია]]ში [[ფიზიკა|ფიზიკურ]]-[[ქიმია|ქიმიური]] პირობების შეცვლითგამოწვეული საწყისი ქანების სტრუქტურული, ტექსტურული, მინერალური, ზოგჯერ, ქიმიური გარდაქმნა. ტერმინი შემოირო '''ჩ. ლაიელმა''' [[1833]] წელს. მეტამორფიზმი მიმდინარეობს ქანების მყარ ან პლასტიკურ მდგომარეობაში ყოფნის დროს. მეტამორფიზმს არ მიეკუთვნება დედამიწის ქერქის ზედაპირთან ქანის გამკვრივება, გამოფიტვა და ნალექების დიაგენეზისი. გამონაკლისს წაროადგენს ექსტრუზიების კონტაქტით გამოწვეული მეტამორფიზმი, რომელიც ქერქის ზედაპირზე მიმდინარეობს. მეტამორფიზმი, როგორც წესი, დაკავშირებულია ტექტონიკურ დისლოკაციებთან (დანაოჭება, სიღრმეული რღვევები), ზოგჯერ დედამიწის ქერქში შემოჭრილ მაგმურ სხეულებთან. დისლოკაციები აღწევს დედამიწის ღრმა ზონებს და ხელს უწყობს ფლუიდების აღმავალი ნაკადების წარმოქმნას, [[დედამიწის ქერქი]]ს ტემპერატურის აწევასა და მეტამორფიზმის განვითარებას. მეტამორფიზმის მთავარი ფაქტორებია ტემპერატურა, ჰიდროსტატიკური (ლითოსტატიკური) წნევა, ხსნარებისა და ფლუიდების შედგენილობა და ქიმიური აქტიურობა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საწყისი ქანების შედგენილობასა და აღნაგობას. მაღალი ტემპერატურა და წნევა ხელს უწყობს ქანის პლასტიკურად გარდაქმნას და განაპირობებს მეტამორფული რეაქციების მიმდინარეობას. ცალმხრივ მიმართული წნევა (სტრესი), რომელიც ტექტონიკური მოძრაობათა შედეგია, უშუალოდ არ მონაწილეობს მეტამორფიზმში, იგი მხოლოდ ცვლის ქანის ტექსტურას, ზრდის ქანში ფლუიდების გამტარუნარიანობას და აადვილებს მეტამორფული რეაქციების მიმდინარეობას. მეტამორფიზმის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია [[გეოლოგიური დრო]] ([[შვეიცარია|შვეიცარიის]] [[ალპები|ალპებში]] მეტამორფიზმი დაახლოებით 30 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა). ისეთი სახის მეტამორფიზმს, როცა საწყის ქანში მხოლოდ აქროლადი კომპონენტების (H<sub>2</sub>O, CO<sub>2</sub>, O<sub>2</sub>) რაოდენობა იცვლება, პირობითად '''იზოქიმიურს''' უწოდებენ, თუ ქანის სხვა კომპონენტების (K<sub>2</sub>O, Na<sub>2</sub>O, CaO და სხვ.) რაოდენობაც იცვლება - '''ალოქიმიურს''', ხოლო როცა ქანის ქიმიური შემადგენლობის ინტენსიური ცვლა ხდება - '''მეტასომატიზმს'''. განარჩევენ რეგიონულ მეტამორფიზმს, როცა ვრცელ ფართოპბზე მიმდინარე პროცესი ქანების დიდ მასებს მოიცავს, და ლოკალურად მიმდინარე კონტაქტურ მეტამორფიზმს, როცა პროცესი დაკავშირებულია მაგნური ქანების კონტაქტთან. ქანების მეტამორფიზმს, რომელიც ტემპერატურის მატების პირობებში მიმდინარეობს პროგრესული ეწოდება; საპირისპირო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის კლების ფონზე - რეგრესული, განმეორებით რეგრესულ მეტამორფიზმს - დიაფთორეზი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტამორფიზმი“-დან