საბრალონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
}}
 
'''საბრალონი''' ({{lang-fr|Les Misérables}}) - მწერალ [[ვიქტორ ჰიუგო]]ს ცნობილი ისტორიული რომანი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს XIX საუკუნის დასაწყისში. ნაწარმოები ოცი წლის განმავლობაში იქმნებოდა.
 
ვიქტორ ჰიუგომ ნაწარმოებში დასვა აქტუალური პრობლემები: ადამიანის დამცირება იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ქალის ზნეობრივი დაცემა სიდუხჭირის გამო და ბავშვის დაძაბუნება უმეცრების ნიადაგზე.
სიუჟეტი ტრიალებს ჟან ვალჟანის, ყოფილი პატიმრის ცხოვრების ირგვლივ. მთელი თხრობის მსვლელობისას პარიზის პოლიციის ინსპექტორი ჟავერი ცდილობს მის დაჭერას. ხოლო ვალჟანი ზრუნავს კოზეტზე, რომლის დედის, ფანტინის სიცოცხლეზე იგი თავს პასუხისმგებლად თვლის.
 
სიუჟეტი ტრიალებს [[ჟან-ვალჟანი]]ს ირგვლივ. ღარიბმა ჟან–ვალჟანმა მშიერი ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ მას ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან–ვალჟანმა კატორღაში ცხრამეტი წელი გაატარა.
 
გათავისუფლების შემდეგ ყოფილ კატორღელს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. მას არავინ ენდობოდა. გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი [[ბენვენიუ]], რომელმაც იგი კარგად მიიღო, ავახშმა და მოასვენა. შუაღამით გაღვიძებულმა ჟან–ვალჟანმა მაგიდაზე მიმოფანტული ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა და ჩუმად დატოვა ბინა. მეორე დღეს ჟანდარმებმა ჟან–ვალჟანი ნაქურდალით ხელში ბენვენიუს ბინაზე დააბრუნეს, მაგრამ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერცხლეული ჟან–ვალჯანს თვითონ აჩუქა. ამ შემთხვევამ ჟან–ვალჟანში დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა – მასში კვლავ გაიღვიძა კეთილმა საწყისმა. მადლენის გვარით იგი ერთ–ერთ პატარა ქალაქში დასახლდა და საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. ძია მადლენი ყველას შეუყვარდა. იგი ქალაქის მერი გახდა. ვალჟანი ზრუნავს კოზეტზე, რომლის დედის, ფანტინის სიცოცხლეზე იგი თავს პასუხისმგებლად თვლის.
 
ჟან–ვალჟანის მხატვრული სახის გვერდით წარმოდგენილია პოლიციის ინსპექტორის [[ჟავერი]]ს სახე. ცივი, უგულო, თავისი მოვალეობის პედანტური სიზუსტით შემსრულებელი ჟავერისთვის სიკეტე თვით ის კანონებია, რომელთა განხორციელებისთვის იგი იღვწის. მისთვის წარმოუდგენელია, რომ შესაძლებელია ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს. ჟავერი მოწოდებით ჯაშუშია. იგი ყველას უთვალთვალებს. სწორედ მან დაადგინა, ვინ იყო წარსულში მერი მადლენი. ჟავერს თავისი თავი სამართლიანობისა და კანონიერების დამცველად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში დიდ უსამართლობას სჩადის. როდესაც იგი ჟან–ვალჟანთან ამ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, მასში ადამიანური გრძნობები იღვიძებს და თავს იკლავს.
==ლიტერატურა==
 
'''ნაირა მამუკელაშვილი''', ''ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო)'', თბ., 1998 წელი, გვ. 95
 
{{ესკიზი-ლიტერატურა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საბრალონი“-დან