კატალაუნის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Commonscat
ხაზი 6:
ბრძოლა ჰუნების შეტევით დაიწყო აეციუსის მარჯვენა ფლანგის წინააღმდეგ. თეოდორიხის ვაჟმა, თორისმუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჰუნებს და უკუაგდო ისინი. მარჯვენა ფლანგზე წარუმატებლობის შემდეგ ატილამ პირადი ხელმძღვანელობით თავისი ძალები შეუსია მტრის მთელ საბრძოლო ხაზს. გოთიისტორიკოსის, იორდანის მიხედვით დაიწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტვა, რომლის მსგავსი არ ახსოვდა ისტორიას. ბრძოლაში დაეცა ვესტგოთთა მეფე თეოდორიხი, თუმცა მისმა ვაჟმა, თორისმუნდმა საოცარი სიმტკიცე და სიმამაცე გამოიჩინა. მან თავი მოუყარა მთელ თავის ძალებს და ჰუნებს ეკვეთა. რომაელებიც აეციუსის მეთაურობით მამაცურად იბრძოდნენ. ჰუნებმა ნელ-ნელა უკან დაიხიეს და დიდი დანაკარგების საფასურად ბანაკში დაბრუნება მოახერხეს. ატილა დამარცხდა, დროებით ბანაკში გამაგრდა, ხოლო შემდეგ აეციუსს გაეცალა და ჯარის რომის ტერიტორიებიდან გაყვანა დაიწყო.
 
{{Commonscat|Battle of Chalons}}
[[კატეგორია:ომები]]
[[კატეგორია:V საუკუნის ომები]]