პაველ ნედვედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{სტილი}} {{ინფოდაფა ფეხბურთელი |სახელი = პაველ ნედვედი |სრული სა...
 
ბოტის დამატება: en:Pavel Nedvěd; cosmetic changes
ხაზი 22:
 
 
== ბავშვობის წლები ==
პაველ ნედვედი ჩეხეთის პატარა ქალაქ ხებში შავი მუშის ღარიბ ოჯახში დაიბადა. იმ დროისთვის ჩეხოსლოვაკაიში [[ჰოკეი]] ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო, პაშკამაც პირველად ჰოკეის თამაში გადაწყვიტა, თუმცა 1976 წელს ჩეხოსლოვაკებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს და ამ ქვეყანაში ფეხბურთის ნამდვილი ბუმი დაიწყო. როგორც ყველა პატარა ბიჭი, პაველიც სწორედ ამიტომ შეიყვანეს ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში. მომავალი ვარსკვალავი თავიდან დაიწუნეს, რადგან მწვრთნელებს საკმაოდ ზანტი და მოუხეშავი ეჩვენეთ. მაგრამ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ნედვედმა მათი გაოცება შეძლო.
 
ხაზი 28:
პატარა ფეხბურთელი აქ სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა, მას არც ძირითად შემადგენლობაში უთამაშია და არაც არაფერი მოუგია, ოცნებებით სავსე ბიჭს რეალობა სულ სხვანაირი დახვდა, როგორც შემდეგ თვითონ იხსენებდა, ამ კლუბში თამაშისას მიხვდა, რომ ნიჭი არაფერია თუ შრომისმოყვარეობაც თან არ ახლავს.
 
მამამისი ჩვულებრივი შავი მუშა გახლდათ და არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ კარგი სახლი ექირავებინათ, ამიტომაც პატარა ნედვედი ერთ ოთახში ცხოვრობდა, სადაც წვიმის დროს ისევე წვიმდა, როგორც ქუჩაში. მამა ყოველ კვირას ჩამოდიოდა და საჭმელი ჩამოქონდა. სწორედ მაშინ მარტოხელა ნედვედი თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა მწვრთნელმა იოჟეფ ჟალუდეკმა, რომელსაც პეშკა მეორე მამას ეძახდა.
 
ბევრი მცდელობის მიუხედავად ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერაფრით მოახერხა, დიდი გაბარიტების მქონე თანატოლები თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომაც ზუსტ დარტყმებში დაიწყო ვარჯიში, იმისათვის რომ სხვებთან შედარებით ამ კომპონენტში მაინც ჰქონოდა უპირატესობა. სწორედ დაყენებული, ზუსტი დარტყმებით გამოირჩეოდა პაველ ნედვედი მთელი კარიერის განმავლობაში.
ხაზი 34:
ამასობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოუწია. ნედვედი პრაღის დუკლამ გადაიყვანა თავისთან. ეს კლუბი არმიული გახლდათ და მათ იზრუნეს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი თავისთან ჩაერიცხათ.
 
=== სპარტა ===
 
მალე ქვეყანაში უსისხლო რევოლუცია მოხდა, დაიწყო ეკონომიკური რეფორმები და ფეხბურთმა მეორე პლანზე გადაიწია. ამიტომაც დუკლამ ნედვედი დიდი სიამოვნებით გაყიდა [[სპარტა|სპარტაში]], რომელმაც სხვა კლუბებისაგან განსხვავებით ყველაზე მალე მოახერხა ადაპტაცია არასოციალურ ჩეხოსლოვაკიაში.
ხაზი 40:
პაველ ნედვედმა სპარტაში პირველი სეზონი ისე ჩაამთავრა ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა, თუმცა, მალე ლიდერი გახდა და ქვეყნის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. გარდა ამისა, ბომბარდირული ნიჭიც გამოავლინა და 1995-1996 წლების სეზონში ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.
 
=== ლაციო ===
 
მალე [[სპარტა|სპარტამ]] ჰოლანდიურ პსვ -სთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა ნედვედის გაყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ნედვედის ფასმა აიწია, ამიტომაც სპარტამ პსვ-სთან გარიგება ჩაშალა და მოლაპარაკებები, რომის [[ლაციო|ლაციოსთან]] დაიწყო. გარიგებებში იტალიურ კლუბს ლეგენდარული [[დინო ძოფი]] წარმოადგენდა, რომელსაც ერთდროულად ორი ფეხბურთელი ჰყავდა შერჩეული - სპარტაკელი ილია ციმბალარი და ანალოგიური ამპლუის პაველ ნედვედი, თუმცა რუსებმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს, ამიტომ რომაელებმა საბოლოოდ ჩეხი ირჩიეს, რაც 4,5 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ახალი შენაძენით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი.
ხაზი 50:
ჩეხმა ნახევარმცველმა 5 სეზონი გაატარა რომის [[ლაციო|ლაციოში]], 2001 წელს კი კლუბის დატოვება მოუწია, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მწვრთნელის თანამდებობა დატოვა [[სვენ გორან ერიქსონი|ერიქსონმა]], მის ნაცვლად კი ძაკერონი მოვიდა, რომელმაც რატომღაც აითვალწუნა ნედვედი, გარდა ამისა, კლუბში ფინანსური კრიზისი დაიწყო, გუნდის ხელმძღვენელობამ კი გამოსავალი ფეხბურთელების გაყოდვაში ნახა. პაველ ნედვედიც [[იუვენტუსი|იუვენტუსში]] აღმოჩნდა.
 
=== იუვენტუსი ===
 
ტურინული კლუბი იმ პერიოდში ძველი დიდების დაბრუნებას აპირებდა, მთავარ მწვრთნელად [[მარჩელო ლიპი]] დაინიშნა, მაგრამ გუნდიდან წავიდა [[ზინედინ ზიდანი]] და [[იუვენტუსი|იუვენტუსის]] ხელმძღვანელობა მის შემცვლელს აქტიურად ეძებდა. მაშინ ლიპის განცხადებამ ბევრი გააოცა, მან პაველ ნედვედს სწორედ დიდებული ფრანგის მემკვიდრე უწოდა.
ხაზი 57:
 
2001-2002 წლების სეზონში ნედვედმა მეორე სკუდეტო მოიგო, ამჯერად [[იუვენტუსი|”ბებერი ქალბატონის”]] შემადგენლობაში.
მომდევნო წლის [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ნახევარფინალი ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება პაველ ნედვედს, იმ მატჩში მან ჯერ გამარჯვების გოლი გაიტანა, შემდეგ კი სრულიად უწყონარ სიტუაციაში თამაშის წესი დაარღვია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ეს მეორე იყო იმ გათამაშებაში, რაც ავტომატურად ფინალის გამოტოვებას ნიშნავდა. გადამწყვეტ შეხვედრაში [[იუვენტუსი]] [[მილანი (საეხბურთო კლუბი)|მილანს]] დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გამარჯვება [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანს]] დარჩა.
 
მიუხედავად ამისა 2003 წელს ნედვედმა ოქროს ბურთი მოიპოვა. მას ხმა იტალიელებმაც მისცეს, რომელთაც წესით [[პაოლო მალდინი|მალდინის]] პირველობა უნდა ეღიარებინათ. დაჯილდოების ცერემონიალზეც თავმდაბალი იყო. ”ოქროს ბურთს ჩემზე მეტად სხვები იმსახურებდნენ [[ტიერი ანრი|ანრი]], [[რაული]] ან [[ზინედინ ზიდანი]]. ისინი ფეხბურთის ვირტუოზები არიან, მე შავი მუშა, ისევე როგორც მამაჩემი, თუმცა მეც თითიქმის იმდენი ტიტული მაქვს მოგებული, რამდენიც მათ,”- განაცხადა ნედვედმა
მას შედეგ, რაც [[იუვენტუსი]] უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, პაველ ნედვედმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
 
== სანაკრებო კარიერა ==
პაველ ნედვედი ჩეხეთის ნაკრებში მისი დაარსების დღიდან თამაშობს, უფრო სწორად მისი განახლების დღიდან - 1994 წლიდან. ჩეხეთის მაშინდელმა დამრიგებელმა დუშან უგრინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელზე გაეკეთებინა, თანაც უპირატესობას ისეთ ფეხბურთელებს ანიჭებდა, რომლებიც ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშობდნენ. არც შემცდარა - ჩეხებმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
 
იმ ჩემპიონატზე ჩეხებს ანგარიშს არავინ უწევდა და დაბალ შეფასებასაც აძლევდნენ. იმ ჯგუფში ჩეხეთთან ერთად [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანია]], [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალია]] და [[რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|რუსები]] ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად მეორე ადგილი მოიპოვეს და ჯგუფიდან გააღწიეს, მაგრამ ფინალამდე მისვლას თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ. ევროპის 1996 წლის გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ჩეხებმა ითამაშეს გერმანიის წინააღმდეგ. მაშინ [[ოლივერ ბირჰოფი|ოლივერ ბირჰოფმა]] გაუტანა გამარჯვების გოლი და ნედვედი და კომპანია ჩემპიონის ტიტულის გარეშე დატოვა.
მას შემდეგ პაველ ნედვედი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. მართალია ჩეხები [[ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე]] ვერ მოხვდნენ, მაგრამ ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს- არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. რაც შეეხება თვითონ ჩემპიონატს, ოთხი წლის წინანდელი შედეგის განმნეორება ვეღარ მოახერხეს. მიზეზი ისევ სიკვდილის ჯგუფი გახდა. ჯგუფურ ეტაპზე ჩეხები მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთან, მასპინძელ ჰოლანდიასა და დანიასთან ერთად მოხვდნენ. გარდა ამისა, ჩეხები [[პიერ ლუიჯი კოლინა|პიერ ლუიჯი კოლინამაც]] გაწირა, ნედვედის გამო დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა, მათ ასპარეზობას წერტილი დაუსვა.
 
უიღბლო გამოდგა ევროპის მომდევნო ჩემპიონატიც. [[ევრო 2004|2004 წელს]] კარელ ბრიუკნერის სიმპატიური გუნდი სპეციალისტების ვარაუდით, ფინალში თამაშს იმსახურებდა. მაგრამ ნახევარფინალში მასპინძელ ბერძნებთან განვითარებული დრამის შემდეგ [[ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთი ნაკრები|ჩეხეთის ნაკრები]] ტიტულის გარეშე დარჩა. ის შეხვედრა განსაკუთრებით მძიმე გამოდგა კაპიტან ნედვედისთვის. პირველი ტაიმის დასრულებამდე, პაველმა თავგანწირულად ითამაშა და მძიმედ დაშავდა. მის ნაცვლად მოედანზე შმიცერი გამოვიდა, რომელსაც ცუდად არ უთამაშია, მაგრამ სრულფასოვნად ვერ შეცვალა კაპიტანი. ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დამატებით დროში კი ტრიანოს დელასმა საბერძნეთი ფინალში გაიყვანა.
ხაზი 72:
სწორედ ეს მატჩი აღმოჩნდა პაველ ნედვედის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი.
 
== პირადი ცხოვრება ==
 
პაველ ნედვედმა თავსი მომავალი მეუღლე მაშინ გაიცნო, როდესაც 15 წლის იყო, ივანა კი 13-ის. გოგონა პაველის სოფელში მეზობელი სოფლიდან ბებია-ბაბუასთან სტუმარდ ჩამოდიოდა ხოლმე. ოჯახის შექმნა კი უფრო გვიან 21 წლის ასაკში გადაწყვიტეს.
 
== ტიტულები ==
 
=== საკლუბი ===
ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი: 1993
 
ხაზი 95:
იტალიის სუპერთასის მფლობელი: 1998, 2000, 2002, 2003
 
=== სანაკრებო ===
ევროპის ვიცე ჩემპიონი: 1996
 
=== პირადი ===
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 2003 (ვორლდ სოკერი)
 
ხაზი 115:
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევრმცველი: 2003 (უეფა)
 
[[კატეგორია: ჩეხი ფეხბურთელები]]
 
[[ar:بافيل نيدفيد]]
[[bat-smg:Pavels Nedveds]]
[[bn:পাভেল নেদভেদ]]
[[bg:Павел Недвед]]
[[bn:পাভেল নেদভেদ]]
[[ca:Pavel Nedvěd]]
[[cs:Pavel Nedvěd]]
[[da:Pavel Nedvěd]]
[[de:Pavel Nedvěd]]
[[et:Pavel Nedvěd]]
[[el:Πάβελ Νέντβεντ]]
[[en:Pavel Nedvěd]]
[[es:Pavel Nedvěd]]
[[et:Pavel Nedvěd]]
[[fa:پاول ندود]]
[[fi:Pavel Nedvěd]]
[[fr:Pavel Nedvěd]]
[[gl:Pavel Nedvěd]]
[[kohe:파벨פאבל 네드베트נדבד]]
[[hr:Pavel Nedvěd]]
[[hu:Pavel Nedvěd]]
[[id:Pavel Nedvěd]]
[[it:Pavel Nedvěd]]
[[ja:パベル・ネドベド]]
[[he:פאבל נדבד]]
[[kk:Недвед, Павел]]
[[lvko:Pavels파벨 Nedveds네드베트]]
[[lt:Pavel Nedvěd]]
[[hulv:PavelPavels NedvědNedveds]]
[[nl:Pavel Nedvěd]]
[[ja:パベル・ネドベド]]
[[no:Pavel Nedvěd]]
[[pl:Pavel Nedvěd]]
Line 150 ⟶ 153:
[[sl:Pavel Nedvěd]]
[[sr:Павел Недвед]]
[[fi:Pavel Nedvěd]]
[[sv:Pavel Nedvěd]]
[[tr:Pavel Nedvěd]]
[[uk:Павел Недвед]]
[[vi:Pavel Nedvěd]]
[[bat-smg:Pavels Nedveds]]
[[zh:帕维尔·内德维德]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაველ_ნედვედი“-დან