ინკების მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Viracocha.jpg|thumb|200px|[[ვირაკოჩა]]]]
[[ფაილი:Inti Torre Tagle.png|thumb|right|200px|ინტი]]
'''[[ინკებიინკების ცივილიზაცია|ინკების]] [[მითოლოგია]]''' უამრავ ისეთ ამბავსა და [[ლეგენდა]]ს შეიცავს, რომელიც გვეხმარება ავხსნათ ინკების რელიგიური მრწამსი.
[[კათოლიციზმი|კათოლიკე]] მისიონერმა მღვდლებმა, რომლებიც ინკების მიწაზე [[ფრანსისკო პისარო]]ს მიერ მათი იმპერიის დაპყრობის შემდეგ გამოჩნდნენ, ინკების კულტურის ჩანაწერები თითქმის მთლიანად დაწვეს. ამჟამად არსებული თეორიის თანახმად, რომელიც წამოაყენა მეცნიერმა გარი არტონმა, ინკების დამწერლობის სისტემას წარმოადგენდა [[კიპუ]], რომელსაც უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა შეეძლო. დღესდღეობით ინკებზე არსებული ყველა ინფორმაცია ეყრდნობა კათოლიკე მღვდლების ჩანაწერებს, რომლებიც საკუთარი თვალებით ხედავდნენ მათ წეს-ჩვეულებებს ან მათ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებზე გამოსახული ნახატები ეუბნებოდნენ ბევრ რამეს ამის შესახებ. უამრავმა მითმა და ლეგენდამ კი დღემდე მოაღწია გადარჩენილ ინკებში.