[[შედარებითშედარებითი ენათმეცნიერება|შედარებით ენათმეცნიერებაში]] სახელწოდება „ირანული ენები“ წარმოადგენს [[ინდოეთის სუბკონტინენტი|ინდოეთის სუბკონტინენტზე]] განფენილ ერთმანეთთან [[გეოგრაფია|გეოგრაფიულად]] ახლოს მდგომ, მაგრამ ასევე მონათესავე ხალხების [[ენა]]თა ჯგუფს. ეს ირანული ენების ჯგუფი თავის მხრივ ინდოირანულ, ან არიულ ენათა შტოს ქმნის [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენათა]], ანუ იმავე ინდოგერმანულ ენათა ოჯახში. ხსენებული სიტყვათშეხამება, როგორც ირკვევა, [[1840]] წელს, პირველად გამოუყენებია [[აუგუსტ ფრიდრიხ პოტი|აუგუსტ ფრიდრიხ პოტსა]] (August Friedrich Pott) და [[კრისტიან ლასენი|კრისტიან ლასენს]] (Christian Lassen) და მას შემდეგ დამკვიდრდა საენათმეცნიერო ცნება-ტერმინად.