რაისა გორბაჩოვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:
'''რაისა გორბაჩოვა (ტიტარენკო)''' (დ. 5 იანვარი, 1953, [[რუბცოვსკი]],
▲[[ფაილი:Raisa_Gorbachev.jpg|მინი|200 პქ|მარჯვნივ|რაისა გორბაჩოვა]]
რაისას მამა რკინიგზის მუშაკი იყო და ოჯახს ხშირად უწევდა ქალაქიდან ქალაქში გადასვლა. ამის გამო სკოლების ხშირი ცვლის მიუხედავად, შესანიშნავად სწავლობდა და 1949 წ. [[ბაშკირეთი]]ს ქალაქ [[სტერლითამაქი|
1967 წ. მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კოლმეურნე გლეხების ყოფის ახალი შტრიხების ჩამოყალიბება“.
1978 წლის დეკემბრიდან გორბაჩოვები მოსკოვში გადავიდნენ. მეუღლის გენერალურ მდივნად არჩევამდე რაისა გორბაჩოვა ლექციებს კითხულობდა [[მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი|მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]. 1985 წლიდან კი გადაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაზე. დ. ლიხაჩოვთან, გ. მიასნიკოვთან და კულტურის სხვა მუშაკებთან ერთად ჩამოაყალიბა კულტურის საბჭოთა ფონდი და გახდა ფონდის პრეზიდიუმის წევრი. მისი დამსახურებით ფონდის მხარდაჭერა მიიღეს [[ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი|ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების]], რუსეთის [[დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება|დეკორატიულ-გამოყენებითი]] და სახალხო ხელოვნების, [[მარინა ცვეტაევა]]ს, [[პუშკინის მუზეუმი (მოსკოვი)|პუშკინის სახელობის]], ბენუების ოჯახის (პეტერგოფში) და რერიხების მუზეუმებმა. ფონდი ხელს უწყობდა ასევე ეკლესიების და სამოქალაქო არქიტექტურული ძეგლების აღდგენას, საბჭოთა კავშირიდან გატანილი კულტურული ფასეულობების, ბიბლიოთეკებისა და არქივების დაბრუნებას. 1986-1991 წლებში ფონდის მიერ კულტურული მოღვაწეობისათვის მოზიდული და დახარჯული თანხა 100 მილიონი ამერიკული დოლარის
რაისა გორბაჩოვამ კარგად იცოდა ინგლისური ენა და თავისუფლად საუბრობდა მარგარეტ ტეტჩერთან და დასავლეთის სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან. 1991 წ. აგვისტოს პუტჩის შედეგად რაისა გორბაჩოვამ, რომელიც მეუღლეს უჭერდა მხარს რთულ დღეებში, მიკროინსულტი გადაიტანა და მხედველობა დაუქვეითდა. მიხეილ გორბაჩოვის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ იგი ჩამოშორდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა დაჩაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიხეილ გორბაჩოვმა რამდენიმე წიგნი დაწერა, სადაც ფაქტებისა და რიცხვების დადგენაზე რაისამ უდიდესი სამუშაო შეასრულა. 1997 წელს ჩამოაყალიბა რაისა მაქსიმოვნას კლუბი და ხელმძღვანელობდა მას. კლუბი ეხმარებოდა ბავშვთა საავადმყოფოებს, პროვინციებში მცხოვრებ პედაგოგებს, რომლებიც მუშაობდნენ „რთულ ბავშვებთან“. ამჟამად კლუბის პრეზიდენტი მისი ქალიშვილია.
1999 წლის ივლისში აღმოაჩნდა სისხლის მძიმე დაავადება — ლეიკოზი. მკურნალობდა გერმანიაში, მიუნსტერის სამედიცინო კლინიკაში. ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ მკვეთრად დაუქვეითდა იმუნიტეტი და მდგომარეობა გაუუარესდა. 20 სექტემბერს კი გარდაიცვალა.
დაკრძალულია მოსკოვში,
== რესურსები ინტერნეტში ==
* [https://www.gorby.ru/gorbacheva/biography/ ბიოგრაფია გორბაჩოვის ფონდის საიტზე] {{ref-ru}}
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{DEFAULTSORT:გორბაჩოვა, რაისა}}
[[კატეგორია:დაბადებული 5 იანვარი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1932]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 20 სექტემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1999]]
[[კატეგორია:ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები]]
[[კატეგორია:რუსი ფილოსოფოსები]]
[[კატეგორია:სსრკ-ის პოლიტიკოსები]]
|