ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სპექტრული კლასები — ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექტრის, უპირველეს ყოვლისა ფოტოსფეროს ტემპერატურით.

მორგან-კინანის სპექტრული კლასიფიკაცია

დაწყებით მიახლოებისას ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრი აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებას უახლოვდება, რომლის ტემპერატურა მისი ფოტოსფეროს ტემპერატურას უდრის. იგი შეიძლება შევაფასოთ ვინის ძვრის კანონის მეშვეობით, მაგრამ ეს მეთოდი ვერ გამოდგება დაშორებული ვარსკვლავებისთვის. უფრო ზუსტ მეთოდს ოპტიკური სპექტროსკოპია წარმოადგენს, რომლის სპექტრებში შეგვიძლია შთანთქვის ზოლების ხილვა, რომლებსაც განსხვავებული ინტენსივობა გააჩნიათ ვარსკვლავის ტიპის და ტემპერატურასთან დაკავშირებით.

ძირითადი (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია

რედაქტირება

ვარსკვლავთა თანამედროვე (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია დამუშავდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში 1890–1924 წლებში და ტემპერატურულ კლასიფიკაციას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია ვარსკვლავთა სპექტრების დასხივებასა და შთანთქმის ფარდობითობას.

ვარსკვლავთა ძირითადი (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია
კლასი ტემპერატურა,
K
ნამდვილი ფერი ხილვადი ფერი მასა,
M
რადიუსი,
R
ნათება,
L
წყალბადის ხაზები წილი მთავარ რიგში,
%
O 30 000—60 000 ცისფერი ცისფერი 60 15 1 400 000 სუსტი ~0,00003
B 10 000—30 000 თეთრ-ცისფერი თეთრ-ცისფერი და თეთრი 18 7 20 000 საშუალო 0,13
A 7500—10 000 თეთრი თეთრი 3,1 2,1 80 ძლიერი 0,6
F 6000—7500 ყვითელ-თეთრი თეთრი 1,7 1,3 6 საშუალო 3
G 5000—6000 ყვითელი ყვითელი 1,1 1,1 1,2 სუსტი 8
K 3500—5000 ფორთოხლისფერი ყვითელ-ფორთოხლისფერი 0,8 0,9 0,4 ძალიან სუსტი 13
M 2000—3500 წითელი ფორთოხლისფერ-წითელი 0,3 0,4 0,04 ძალიან სუსტი > 78
 
სპექტრული კლასი — ნათების დიაგრამა (ჰერცშპრუნგ — რასელის დიაგრამა)

კლასის შიგნით ვარსკვლავები ქვეკლასებად იყოფა 0 (ყველაზე ცხელი) — 9 (ყველაზე ცივი). მზეს გააჩნია თავისი G2 კლასი და ფოტოსფეროს ტემპერატურა 5780 K. ექვივალენტია.

იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК)

რედაქტირება

სპექტრის სახეს განაპირობებს ვარსკვლავის გარე ზედაპირის სიმკვრივე, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მის მასასა და სიმკვრივეზე, და საბოლოო ჯამში ნათებაზე. ნათებაზე ძლიერ დამოკიდებული არიან SrII, BaII, FeII, TiII რაც გიგანტ და ჯუჯა ვარსკვლავებში სხვაობას იწვევს.

სპექტრის და ნათების დამოკიდებულება ასახულია უფრო ახალ იერკის კლასიფიკაციაში, რომელიც იერკის ობსერვატორიაში დაამუშავეს რომელსაც აგრეთვე МКК უწოდებენ (მის ავტორთა ინიციალებიდან (მორგან, უილიამი, კიკან, ფილიპე, კელმანი, ედეტი)).

ამ სპეციფიკაციის შესაბამისად ვარსკვლავს ჰარვარდის სპექტრული კლასი და ნათების კლასი ენიჭება.

ჰარვარდის კლასიფიკაცია განსაზღვრავს აბსცისას ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე, იერკის კი — მდებარეობას ამ დიაგრამაზე. იერკის კლასიფიკაციის დამატებით უპირატესობად ითვლება ვარსკვლავის სპექტრის სახეობით შეაფასოთ მისი ნათება და შესაბამისად მის ხილვად ზომით — მანძილი (სპექტრული პარალაქსის მეთოდით).

მზეს, როგორც ყვითელი ჯუჯა, G2V იერკის სპექტრული კლასი გააჩნია.

დამატებითი სპექტრული კლასები

რედაქტირება

აგრეთვე ზოგიერთ სხეულებისთვის განასხვავებენ დამატებით სპექტრულ კლასებს:

მახასიათებლები კლასში

რედაქტირება

ზოგიერთ ობიექტებს აღენიშნება დამატებითი განხვავებები სპექტრში. რომ აღინიშნოს ეს განსხვავებები ემატება პრეფიქსები ან პოსტფიქსები.

  • c — ღრმა ვიწრო ხაზები
  • d — ჯუჯა
  • e — ემისია (წყალბადის ემისია O-ვარსკვლავებში)
  • em — ემისია მეტალთა ზოლებში
  • ep — პეკულარული ემისია
  • eq — ემისია უფრო მოკლე ტალღაზე
  • f — ჰელიუმის და ნეონის ემისია O-ვარსკვლავებში
  • gგიგანტი
  • k — ვარსკვლავთაშორისი ხაზები
  • m — მეტალთა ძლიერი ხაზები
  • n — დიფუზური ხაზები
  • nn — ძალიან გათხაპნილი დიფუზური ხაზები
  • p — პეკულაზული სპექტრი
  • s — სწრაფი ხაზები
  • sdსუბჯუჯა
  • wdთეთრი ჯუჯა
  • wk — სუსტი ხაზები

მნემონიკა

რედაქტირება

ჰარვარდის კლასიფიკაციის ძირითადი თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად არსებობს მნემონიკური ფორმულები:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება