სპექტრული კლასი
სპექტრული კლასები — ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექტრის, უპირველეს ყოვლისა ფოტოსფეროს ტემპერატურით.
დაწყებით მიახლოებისას ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრი აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებას უახლოვდება, რომლის ტემპერატურა მისი ფოტოსფეროს ტემპერატურას უდრის. იგი შეიძლება შევაფასოთ ვინის ძვრის კანონის მეშვეობით, მაგრამ ეს მეთოდი ვერ გამოდგება დაშორებული ვარსკვლავებისთვის. უფრო ზუსტ მეთოდს ოპტიკური სპექტროსკოპია წარმოადგენს, რომლის სპექტრებში შეგვიძლია შთანთქვის ზოლების ხილვა, რომლებსაც განსხვავებული ინტენსივობა გააჩნიათ ვარსკვლავის ტიპის და ტემპერატურასთან დაკავშირებით.
ძირითადი (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია
რედაქტირებავარსკვლავთა თანამედროვე (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია დამუშავდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში 1890–1924 წლებში და ტემპერატურულ კლასიფიკაციას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია ვარსკვლავთა სპექტრების დასხივებასა და შთანთქმის ფარდობითობას.
კლასი | ტემპერატურა, K |
ნამდვილი ფერი | ხილვადი ფერი | მასა, M☉ |
რადიუსი, R☉ |
ნათება, L☉ |
წყალბადის ხაზები | წილი მთავარ რიგში, % |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
O | 30 000—60 000 | ცისფერი | ცისფერი | 60 | 15 | 1 400 000 | სუსტი | ~0,00003 |
B | 10 000—30 000 | თეთრ-ცისფერი | თეთრ-ცისფერი და თეთრი | 18 | 7 | 20 000 | საშუალო | 0,13 |
A | 7500—10 000 | თეთრი | თეთრი | 3,1 | 2,1 | 80 | ძლიერი | 0,6 |
F | 6000—7500 | ყვითელ-თეთრი | თეთრი | 1,7 | 1,3 | 6 | საშუალო | 3 |
G | 5000—6000 | ყვითელი | ყვითელი | 1,1 | 1,1 | 1,2 | სუსტი | 8 |
K | 3500—5000 | ფორთოხლისფერი | ყვითელ-ფორთოხლისფერი | 0,8 | 0,9 | 0,4 | ძალიან სუსტი | 13 |
M | 2000—3500 | წითელი | ფორთოხლისფერ-წითელი | 0,3 | 0,4 | 0,04 | ძალიან სუსტი | > 78 |
კლასის შიგნით ვარსკვლავები ქვეკლასებად იყოფა 0 (ყველაზე ცხელი) — 9 (ყველაზე ცივი). მზეს გააჩნია თავისი G2 კლასი და ფოტოსფეროს ტემპერატურა 5780 K. ექვივალენტია.
იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК)
რედაქტირებასპექტრის სახეს განაპირობებს ვარსკვლავის გარე ზედაპირის სიმკვრივე, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მის მასასა და სიმკვრივეზე, და საბოლოო ჯამში ნათებაზე. ნათებაზე ძლიერ დამოკიდებული არიან SrII, BaII, FeII, TiII რაც გიგანტ და ჯუჯა ვარსკვლავებში სხვაობას იწვევს.
სპექტრის და ნათების დამოკიდებულება ასახულია უფრო ახალ იერკის კლასიფიკაციაში, რომელიც იერკის ობსერვატორიაში დაამუშავეს რომელსაც აგრეთვე МКК უწოდებენ (მის ავტორთა ინიციალებიდან (მორგან, უილიამი, კიკან, ფილიპე, კელმანი, ედეტი)).
ამ სპეციფიკაციის შესაბამისად ვარსკვლავს ჰარვარდის სპექტრული კლასი და ნათების კლასი ენიჭება.
- I — ზეგიგანტები
- II — კაშკაშა გიგანტები
- III — გიგანტები
- IV — სუბგიგანტები
- V — ჯუჯები (მთავარი მწკრივიდან)
- VI — სუბჯუჯები
- VII — თეთრი ჯუჯები
ჰარვარდის კლასიფიკაცია განსაზღვრავს აბსცისას ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე, იერკის კი — მდებარეობას ამ დიაგრამაზე. იერკის კლასიფიკაციის დამატებით უპირატესობად ითვლება ვარსკვლავის სპექტრის სახეობით შეაფასოთ მისი ნათება და შესაბამისად მის ხილვად ზომით — მანძილი (სპექტრული პარალაქსის მეთოდით).
მზეს, როგორც ყვითელი ჯუჯა, G2V იერკის სპექტრული კლასი გააჩნია.
დამატებითი სპექტრული კლასები
რედაქტირებააგრეთვე ზოგიერთ სხეულებისთვის განასხვავებენ დამატებით სპექტრულ კლასებს:
- W — ვოლფ - რაიეს ვარსკვლავები, ძალიან მძიმე და კაშკაშა ვარსკვლავები რომელთა ტემპერატურა 70000 K აღწევს და სპექტრებში ინტენსიური ემისიური ხაზებით გამოირჩევა.
- L — ვარსკვლავები ან ყავისფერი ჯუჯები 1500—2000 K ტემპერატურით და მეტალების შენაერთებებით ატმოსფეროში.
- T — მეთანის ყავისფერი ჯუჯები 700-1500 K. ტემპერატურით.
- Y — ძალიან ცივი ყავისფერი ჯუჯები 700 K. ნაკლები ტემპერატურით.
- C — ნახშიროვანი ვარსკვლავები, გიგანტები ნახშირის მაღალი შემცველობით. ადრე R და N კლასებს ეკუთვნოდენ.
- S — ცირკონის ვარსკვლავები
- D — თეთრი ჯუჯები
- Q — ახალი ვარსკვლავები
- P — პლანეტარული ნისლიანობები
მახასიათებლები კლასში
რედაქტირებაზოგიერთ ობიექტებს აღენიშნება დამატებითი განხვავებები სპექტრში. რომ აღინიშნოს ეს განსხვავებები ემატება პრეფიქსები ან პოსტფიქსები.
- c — ღრმა ვიწრო ხაზები
- d — ჯუჯა
- e — ემისია (წყალბადის ემისია O-ვარსკვლავებში)
- em — ემისია მეტალთა ზოლებში
- ep — პეკულარული ემისია
- eq — ემისია უფრო მოკლე ტალღაზე
- f — ჰელიუმის და ნეონის ემისია O-ვარსკვლავებში
- g — გიგანტი
- k — ვარსკვლავთაშორისი ხაზები
- m — მეტალთა ძლიერი ხაზები
- n — დიფუზური ხაზები
- nn — ძალიან გათხაპნილი დიფუზური ხაზები
- p — პეკულაზული სპექტრი
- s — სწრაფი ხაზები
- sd — სუბჯუჯა
- wd — თეთრი ჯუჯა
- wk — სუსტი ხაზები
მნემონიკა
რედაქტირებაჰარვარდის კლასიფიკაციის ძირითადი თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად არსებობს მნემონიკური ფორმულები:
- ინგლისურად: Oh Be A Fine Girl/Guy, Kiss Me.
ლიტერატურა
რედაქტირება- Serikof., Звездные пары, info-news, 2013. — P. 62—63, 300 p, ISBN 0-521-58570-8, ISBN 978-0-521-58570-5 Invalid ISBN.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Libraries of stellar spectra, D. Montes, UCM
- Spectral Types for Hipparcos Catalogue Entries
- Stellar Spectral Classification, Richard O. Gray and Christopher J. Corbally დაარქივებული 2010-10-31 საიტზე Wayback Machine.
- Merrifield, Michael; Bauer, Amanda; Häußler, Boris. (2010)Star Classification. Sixty Symbols. Brady Haran for the University of Nottingham.