სპარტოკიდებიბოსფორის სამეფოს მმართველი დინასტია ძვ. წ. 438-109 წლებში. დინასტიის დამაარსებელი იყო სპარტოკ I. სპარტოკიდების დინასტიის წევრთა სახელები თრაკიული და ბერძნულია. სპარტოკიდები მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ. მათ დროს ათენელებთან დადებული იყო სავაჭრო შეთანხმება, დაიპყრეს თეოდოსია, შემოიერთეს სინდები და ყუბანისპირეთის სხვა ტომები. ევმელეს მეფობის დროს (ძვ. წ. 310-304 წწ.) უკანასკნელად დაიპყრეს ზღვისპირეთის აღმოსავლეთი ნაწილი. სპარტოკ III-ის (ძვ. წ. 304-284 წწ.) დროს ხმარებაში შემოვიდა ერთიანი სამეფო ტიტული - ბასილევსი. სპარტოკ IV-ის (დაახლ. ძვ. წ. 245-240 წწ.) შემდეგ სამეფოს მართავდა მისი ძმა ლევკონ II (დაახლ. ძვ. წ. 240-220 წწ.), რომლის დროსაც პირველად მოიჭრა ბოსფორში ფული მეფის სახელით. ძვ. წ. II საუკუნეში სამეფოს მართავდნენ სპარტოკ V, პერისად III, პერისად IV და სპარტოკიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი პერისად V (დაახლ. ძვ. წ. 125-109 წწ.), რომელიც მოკლეს სავმაკის აჯანყების დროს. შემდეგ ბოსფორის სამეფო მითრიდატე VI ევპატორის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება