სპარტიატები
სპარტიატები (ბერძ. Σπαρτιᾶται), ჰომეები ( Ὅμοιοι, სიტყვასიტყვით — თანასწორები) — გაბატონებული წოდება სპარტაში. უპირისპირდებოდა პოლისის დანარჩენ მოსახლეობას — ჰილოტებსა და პერიეკებს. სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქეები მარტო სპარტიატები იყვნენ. მათი პრაქტიკულად ერთადერთი საქმიანობა სამხედრო საქმე იყო. გათავისუფლებული იყვნენ ყველანაირი საწარმოო შრომისაგან: მათ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ ჰილოტები; სპარტიატებს არ შეეძლოთ ხელოსნობითა და ვაჭრობით დაკავება.[1]
თავდაპირველად სპარტიატები სულ 9000 იყვნენ. თითოეული მათგანის სარგებლობაში იყო მიწის ნაკვეთი, აქედან მიღებული პროდუქცია სპარტიატისა და მისი ოჯახის გამოსაკვებად მიდიოდა. სპარტიატებს შორის შენარჩუნებული იყო მკაცრი თანასწორობა ქონებასა და ცხოვრების წესში. ძვ. წ. IV საუკუნეში მიწის ნაკვეთების გასხვისების უფლების მიცემასთან ერთად დაიწყო ქონებრივ ფენებად სწრაფი დაყოფა, რამაც დროთა განმავლობაში გამოიწვია მათი თემის დაშლა. მკვეთრად შემცირდა სრულუფლებიანი სპარტიატების — მიწის ნაკვეთთა მფლობელების რაოდენობა (ძვ. წ. III საუკუნისთვის 700 კაცს არ აღემატებოდა). მეფეების აგის IV-ისა და კლეომენე III-ის მცდელობებს, შეევსოთ სპარტიატების სამოქალაქო კოლექტივი სხვა წოდებათა წარმომადგენლების ხარჯზე და აღედგინათ უწინდელი თანასწორობა, მხოლოდ ხანმოკლე წარმატებები მოჰყვა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Суриков И. Е. Спартиаты // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 42.