სპარსული ხალიჩა
სპარსული ხალიჩა (პაჰლავი ბობ, სპარსული farš فرش, ნიშნავს "გაშლას" და არაბ. qāli, თურქ. hali) სპარსული ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხალიჩის ქსოვა სპარსული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოვლინებაა და უძველესი სპარსეთიდან იღებს დასაბამს.
სპარსული ხალიჩები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ფარშ / 'Qālii' (ზომით აღემატება 1.5x2 მ), ქალიჩეჰ (1.5x2 მ-ზე ნაკლები), და მომთაბარეთა ფარდაგები —ქილიმ, (ასევე ზილუ, უხეში ნაქსოვით).
ისტორია
რედაქტირებახალიჩის ქსოვის ხელოვნება ირანში უძველესი დროიდან არსებობდა. დღემდე შემორჩენილი უძველესი ნიმუშების ნაკვალევები ძვ. წ. 500 წლით თარიღდება და აქამენიდების პერიოდს ეკუთვნოდა.
პირველი დოკუმენტური მტკიცება სპარსული ხალიჩების არსებობის შესახებ მოიპოვება ჩინურ ტექსტებში, რომლებიც სასანიდების პერიოდს ეხება (224 - 641). ამ პერიოდის განმავლობაში ხელოვნებამ მრავალი ცვლილება განიცადა ირანის კულტურის მრავალ ერაში და კულმინაციას ირანში მონღოლთა შემოსევის პერიოდამდე მიაღწია. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ეს ხელოვნება ისევ იწყებს განვითარებას თემურლენგის პერიოდში.
დროთა განმავლობაში ხალიჩებში გამოყენებული მასალა შალი, აბრეშუმი და ბამბა, იშლება. შესაბამისად, არქეოლოგებს უჭირთ გათხრებისას რაიმე ხელმოსაჭიდი ნიმუშის აღმოჩენა. ადრეული პერიოდებიდან დღემდე მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები და ნაფლეთებია შემორჩენილი და ამ ფრაგმენტებით შეუძლებელია სელჯუკებამდელი სპარსეთის პერიოდის (XIII ს.) ხალიჩის ქსოვის დამახასიათებელი თვისებების დადგენა.