სპარსული აჯანყება |
---|
თარიღი |
ძვ.წ. 552 - ძვ.წ. 550 |
---|
მდებარეობა |
მიდია და პერსისი |
---|
შედეგი |
სპარსელთა გამარჯვება |
---|
ტერიტორიული ცვლილებები |
მიდიის დამარცხების შედეგად წარმოიშვა სპარსეთის იმპერია |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
1,000,000 ქვეითი 300,000 კავალერისტი 3,000 ეტლი
|
300,000 ქვეითი 50,000 კავალერისტი 100 ეტლი
| |
დანაკარგები |
---|
|
სპარსელთა აჯანყება — პროვინცია პერსისის აჯანყება. მას შემდეგ, რაც პერსისი ნებაყოფლობით დამორჩილდა ჯერ ასირიას, შემდეგ კი მიდიას, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დაიწყო რევოლუცია, რათა თავი დაეღწია მიდიის იმპერიისაგან. აჯანყება გამოიწვია მიდიის მეფე ასტიაგეს ქმედებამ, აჯანყებამ შემდგომში სხვა პროვინციებიც მოიცვა, რომლებიც სპარსელების მოკავშირეები გახდნენ. ომმა ორ წელს გასტანა (ძვ. წ. 552 — ძვ. წ. 550). თავდაპირველად ასტიაგე ამარცხებს კიროსა და სპარსელებს და ერეკება მათ სპარსეთის მეფეების დედაქალაქ ფასარგადისაკენ, მაგრამ საბოლოოდ კიროს II დიდის არმიამ იმარჯვა, ძვ. წ. 549 წელს მიდია მთლიანად დაიპყრეს და შეიქმნა სპარსეთის იმპერია.
- ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971 გვ., 529