სპანიელები (ინგლ. სპანიელ < ესპ. español — ესპანური) — სანადირო ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. იყენებენ გარეულ ფრინველზე სანადიროდ ჭაობიდან და ბარდიან ადგილებში. სპანიელების სამშობლოა ესპანეთი (ცნობილია XV საუკუნიდან). სპანიელების ჯიშებია კოკერი, სპრინგერი, ფილდი, ნორფოლდი, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში შეიქმნა ინდლისში. ყოფილ სსრკ-შ გამოყვანილია სპანიელების ახალი ჯიში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი აღნაგობით, სხვა თვისებები კი იგივე აქვს, რაც მის წინამორბედებს:კარგი ყნოსვა, ძებნის ძლიერი ინსტინქტი. შეუძლია ფრინველის პოვნა და პატრონთან მოტანა. სპანიელებს მოკლე ფეხები, წაგრძელებული თავი და გრძელი, დაკიდებული ყურები აქვთ. კუდს ლეკვობაში ნახევარზე კვეთენ. სპანიელების ბეწვი გრძელი, სწოი და რბილია, ფერად შავი, წითელი და ყავისფერია ან თეთრია და ჩამოთვლილ ფერთა ლაქები და კოპლები აყრია.

სპანიელები

სპანიელების სიმაღლე 34-36 სმ აღწევს. ლამაზმა გარეგნობამ და რბილმა ხასიათმა ხელი შეუწყო სპანიელების როგორც ოთახის ძაღლების, ფართოდ გავრცელებიას განსაკუთრებით ინგლისში, სადაც გამოყვანილია სპანიელების დეკორატიული ჯიშები.

ლიტერატურა

რედაქტირება