სოხუმის სინაგოგასინაგოგა ქალაქ სოხუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. მდებარეობს ინალ-იფას (ყოფილი კ. მარქსის) ქუჩაზე. აგებულია XX საუკუნეში ებრაელთა შემოწირულობებით.

სინაგოგა 1953 წელს გაიხსნა. ნაგებობა დარბაზულია, გეგმაში სწორკუთხედს წარმოადგენს. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. დარბაზის ცენტრში კათედრაა, რომლის გარშემო მერხებია. დასავლეთით ორი შეისრული სარკმელია, ჩრდილოეთით და სამხრეთით — ოთხ-ოთხი სარკმელი. სინაგოგა მოქმედია.

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც სინაგოგის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება