სოციალური ადაპტაცია
სოციალური ადაპტაცია, ადამიანის სოციალიზაცია — სოციალური გარემოს მატერიალურ პირობებთან, ნორმებთან და ღირებულებებთან ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის აქტიური შეგუების მუდმივი პროცესი და ამ პროცესის შედეგი. სოციალური გარემოს კომპონენტთა ურთიერთშეთანადება დამოკიდებულია ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის მიზნებსა და ღირებულებით ორიენტაციებზე, სოციალურ გარემოში მათი მიღწევის შესაძლებლობაზე. სოციალური ადაპტაციის მნიშვნელოვანი ასპექტია ინდივიდის მიერ სოციალური როლის მიღება. ამის გამო სოციალური ადაპტაცია შედის პიროვნების სოციალიზაციის ძირითად სოციალურ-ფსიქოლოგიურ მექანიზმთა ჯგუფში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 81.
- სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004