სოციალისტური პარტიების საერთაშორისო მუშათა გაერთიანება
სოციალისტური პარტიების საერთაშორისო მუშათა გაერთიანება, ორნახევარი ინტერნაციონალი, 2½ ინტერნაციონალი, ვენის ინტერნაციონალი (1921 — 1923) — სოციალისტური პარტიების პოლიტიკური ინტერნაციონალი. მეორე ინტერნაციონალის ერთ-ერთი განაყოფი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში მდებარეობს ბერნის ინტერნაციონალის რეფორმისტებსა და კომუნისტური ინტერნაციონალის რევოლუციონერებს შორის. 1923 წელს შეუერთდა სოციალისტურ მუშათა ინტერნაციონალს. აერთიანებდა ავსტრიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების ცენტრისტულ სოციალისტურ პარტიებსა და ჯგუფებს, აგრეთვე რუს მენშევიკებსა და ესერებს.
ისტორია
რედაქტირებაშექმნეს 1921 წლის 22-23 თებერვალის კონფერენციაზე ვენაში ცენტისკენულმა პარტიებმა და ჯგუფებმა, რომლებმაც ფორმალურად გადაწყვიტეს კავშირი მეორე (ბერნის) ინტერნაციონალთან.
1923 წლის 21 მაისში შეუერთდა მეორე (ბერნის) ინტერნაციონალს და შექმნა მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიღურაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 178.