სოფუ მეჰმედ-ფაშა (თურქ. Sofu Mehmet Paşa; გ. აგვისტო, 1649, მალქარა, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დეფტერდარი 1636 წლიდან 1639 წლამდე, ასევე დიდი ვეზირი 1648-1649 წწ.

სოფუ მეჰმედ-ფაშა
Sofu Mehmet Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 8 აგვისტო, 1648
მმართ. დასასრული: 21 მაისი, 1649
წინამორბედი: ჰეზარფარე აჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქარა მურად-ფაშა
სულთანი: მეჰმედ IV
გარდ. თარიღი: აგვისტო, 1649
გარდ. ადგილი: მალქარა
რელიგია: ისლამი

მურად IV-ის მმართველობის პერიოდში მეჰმედ-ფაშა დეფტერდარად იყო დანიშნული. 1648 წელს, იანიჩარების აჯანყების შედეგად მიიღო დიდი ვეზირის წოდება. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სულთან იბრაჰიმის სიკვდილით დასჯაში, წყაროების თანახმად პირადად მიიღო მონაწილეობა ხსენებულ პროცესში. ქიოსემ სულთანთან არსებული დაძაბულობის გამო სოფუ მეჰმედ-ფაშა ვერ ახერხებდა წარმატებით მართვას. თანამდებობაზე დანიშვნიდან 9 თვეში, სწორედ ქიოსემ სულთნის ბრძანებით მას ჩამოართვეს ვეზირის ტიტული და მალქარაში გადაასახლეს, სადაც რამდენიმე თვეში სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.395-397
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5, .