სოფრონი კვიპრელიკვიპრელი მთავარეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 9 დეკემბერი, ახალი სტილით — 22 დეკემბერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა კუნძულ კვიპროსზე ქრისტიანულ ოჯახში. იგი მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, მაგრამ ყველაზე მაღლა წმინდა წერილს აყენებდა. უფლის რჩეული გამოირჩეოდა კეთილმსახურებით, გლახაკთმოყვარეობით და ასკეტური ცხოვრებით, რის გამოც უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კვიპროსის ეპისკოპოსის, წმინდა დამიანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი ხალხის სურვილით დაქვრივებულ კათედრაზე ღირსი სოფრონი აღასაყდრეს. ახალ ხარისხში იგი ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაიცვალა VI საუკუნეში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.