სოფი ჰამიდის სამარხი
სოფი ჰამიდის სამარხი (აზერ. Sofi Həmid türbəsi) — ფირი (საკურთხეველი) ქალაქ ბაქოს სანგანჩანის რაიონის დასახლებაში, სოფელ მიაჯიკში მდებარეობს. ფირის გასწვრივ განლაგებულია აქლემის ქვის სკულპტურა, რომელიც აზერბაიჯანში შუა საუკუნეებიდან შემორჩენილ ერთადერთ მონუმენტურ სკულპტურად ითვლება.[1] წარსულში სოფი ჰამიდის სამარხის შორიახლოს მდებარეობდა კიშლაკები, სადაც შიხლიარის მაცხოვრებლები იზამთრებდნენ.[2] აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2001 წლის 2 აგვისტოს დადგენილებით სამარხი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ გადავიდა, როგორც ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი (ინვ. № 107).[3]
სოფი ჰამიდის სამარხი აზერ. Sofi Həmid türbəsi | |
---|---|
მდებარეობა | სანგანჩანი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ლეგენდა
რედაქტირება«მეფის რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ჩანაწერების» 22-ე წიგნში მოყვანილია ლეგენდა სოფი ჰამიდზე, აღბეჭდილი კაბრისტანში. ლეგენდის მიხედვით, ერთხელ სეიდ ჰამიდი ნუხინის ოლქში ნავთობს ყიდდა და, ერთ-ერთ დასახლებაში მისულმა, დაიწყო ყვირილი «აი, ნეიუტ ალან! აი, ნეიუტ ალან!». ერთმა მეცნიერმა შეიხმა, რომელიც იმ სოფელში იყო, შეამჩნია, რომ მისი ყვირილის პასუხად ციდან ისმოდა პასუხი: «ლიაბბეიკ» (შენს სამსახურში ვარ, გისმენ). გაკვირვებული შეიხი მიუახლოვდა ნავთობის გამყიდველს და სთხოვა, აეხსნა როგორ ღებულობდა პასუხს ციდან. სოფი ჰამიდმა მას ნავთობის ჭურჭელი უჩვენა, რომელიც მხოლოდ ნახევრად იყო შევსებული ნავთით, ისე რომ მისი ვერტიკალურად დაჭერა იყო შესაძლებელი, და უთხრა: «თუ გავავსებ ბოლომდე, ის წაიქცევა. ისე რომ, შეიხო, გირჩევ თავის შეკავებისა და მარხვის
გამოყენებით გააგრძელე ცხოვრება. გახსოვდეს, რომ ნახევრადმაძღარი ღმერთის მიერ ყოველთვის იქნება შესმენილი».[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Археологические и этнографические изыскания в Азербайджане, 1975 год: сборник статей. — Елм, 1978. — 110 с.
- ↑ 2.0 2.1 Ф. А. Деминский. 2. Некоторые сведения о Кабристанском полицейском участке Шемахинского уезда Бакинской губернии // Записки Кавказского отдела Императорского Русского географического общества / под ред. Е. Г. Вейденбаума. — Тифлис, 1903. — Т. XXII. — С. 47—48.
- ↑ Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi Mədəni İrsin Qorunması, İnkişafı və Bərpası üzrə Dövlət Xidməti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2021-05-06.