სოფი ადლერსპარე
კარინ სოფი ადლერსპარე (შვედ. Sophie Adlersparre, ცნობილია ფსევდონიმით ესელდე; დ. 6 ივლისი, 1823 ― გ. 27 ივნისი, 1895)[1] ― XIX საუკუნის შვედეთში ქალთა უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. სკანდინავიაში პირველი ქალთა გაზეთის, Home Review (Tidskrift för hemmet), დამფუძნებელი და რედაქტორი (1859-1885); ხელსაქმის მეგობრების (Handarbetets vänner) ორგანიზაციის თანადამფუძნებელი (1874-1887); ფრედრიკა ბრემერის ასოციაციის დამფუძნებელი (Fredrika-Bremer-förbundet) და პირველი ორი ქალიდან ერთ-ერთი, რომელიც 1885 წელს შვედეთის სახელმწიფო კომიტეტში აირჩიეს.
სოფი ადლერსპარე | |
---|---|
სოფი ადლერსპარე, ბერტა ვალერიუსის ფოტო (1860-იანი წლები) | |
დაბადების სახელი | კარინ სოფი ლეიიონჰუფვუდი |
დაბადების თარიღი |
6 ივლისი, 1823 ჰელგერუმი, კალმარის ლენი, შვედეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 ივნისი, 1895 სტრემი, სედერტელიე, შვედეთი |
სხვა სახელები | ესელდე |
საქმიანობა | გამომცემელი, რედაქტორი, მწერალი, ქალთა უფლებების დამცველი |
მეუღლე(ები) | აქსელ ადლერსპარე |
ჯილდოები | ილის კვორუმის მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოფი ადლერსპარე ლეიონჰუფვუდების ოჯახში დაიბადა. იგი ვიცე-პოლკოვნიკ ბარონ ერიკ გაბრიელ კნუტსონ ლეიონჰუფვუდისა და სოფი ემერენტია ჰოპენსტედტის ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, რის შემდეგაც ორი წელი სტოკჰოლმში, გოგონათა სკოლაში, ბიურსტრემის პანსიონში (Bjurströmska skolan) სწავლობდა.[1] 1869 წელს ის სამხედრო მეთაურ აქსელ ადლერსპარეზე (1812-1879) დაქორწინდა და ხუთი ბავშვის დედინაცვალი გახდა. ქმარი მას სოციალური რეფორმების საკითხებში მხარს უჭერდა.[1]
აღიარება
რედაქტირება1895 წელს შვედეთის საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის სოფი ადლერსპარე ილის კვორუმის მედლით დაჯილდოვდა.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- (1979) Lilla Focus Uppslagsbok (Swedish). Focus Uppslagsböcker AB.
- Sophie Adlersparre Swedish (2012-09-01).
- Sigrid Leijonhufvud (1910). Victoria Benedictsson, Ernst Ahlgren och Esselde : en brefväxling (Swedish). Stockholm.
- Sigrid Leijonhufvud (1922–23). Sophie Adlersparre 1–2.
- U. Manns, Den sanna frigörelsen: Fredrika-Bremer-förbundet 1884–1921 (1997)
- Anna Nordenstam (2001). Begynnelser: Litteraturforskningens pionjärkvinnor 1850–1930.
- Barbro Hedwall (2011). რედ. Susanna Eriksson Lundqvist: Vår rättmätiga plats. Om kvinnornas kamp för rösträtt (Swedish). Förlag Bonnier. ISBN 978-91-7424-119-8.
- "Ideologer i olika tider : om Sophie Adlersparre, Stina Rodenstam och Anna-Maja Nylén" in Den feminina textilen : makt och mönster, 2005, Birgitta Svensson and Louise Waldén (editors), ISBN 9171084991
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Sigrid Leijonhufvud. K Sophie Adlersparre (f. Leijonhuvud). ციტირების თარიღი: 2015-06-16