სოფისტი (ბერძ. Σοφιστής) — პლატონის ერთ–ერთი გვიანი დიალოგი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 360 წლით თარიღდება. პარმენიდეში საკუთარი ფორმების თეორიის გაკრიტიკების შემდეგ, პლატონი სოფისტში ფორმების ახალი იდეით შემოდის, უფრო აქმვეყნიურით და მიწიერით – ნათელს ჰფენს ეპისტემოლოგიურ და მეტაფიზიკურ თავსატეხებს; ამგვარად, იგი მიმართავს პარმენიდესისა და ახალგაზრდა სოკრატეს დიალოგს, რომელიც ალბათ უფრო ადრე დაიწერა ვიდრე სოფისტი. გარდა ამისა, ის ხსნის მცდარი და სწორი აზრის თავსატეხს და ასევე გამართლებულ ჭეშმარიტ რწმენას, რომელიც თეტიტუსში განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ სოფისტი თეტიტუსის გაგრძელებად მიიჩნევა, იგი უახლოდება სახელმწიფო მოღვაწის სტილსა და მეთოდოლოგიას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება