სოფიო ბააზოვა
სოფიო აბრამის ასული ბააზოვა (დ.7 იანვარი, 1910/ ძვ. სტ.25 დეკემბერი, 1909, , ქ. ბელაია-ცერკოვი, კიევის ოლქი — გ. 1990) — ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი. 1959–1985 იყო ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნევროლოგიური განყოფილების გამგე, 1985-დან კონსულტანტია. დაამუშავა ჰემიპარეზების თბილისის თერმულ-გოგირდოვანი წყლის აბაზანებით მკურნალობისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ფიზიობალნეოლოგიური მკურნალობის მეთოდები. შეისწავლა კიბერნეტიკული ანალიზის მნიშვნელობა პროგნოზისა და რეაბილატაციისათვის ნერვული სისტემის დაავადებების საკურორტო ფაქტორებით მკურნალობის დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 116.